ამას მხოლოდ კულინარიულ სკოლებში ასწავლიან (7 ხრიკი) - Gemrielia.ge

ამას მხოლოდ კულინარიულ სკოლებში ასწავლიან (7 ხრიკი)

იდეალური ჩახლილი ერბოკვერცხის მოსამზადებლად 3 რამ არის საჭირო:

I. სქელძირიანი ტაფა;

II. კარაქი;

III. მინიმალური ტემპერატურა;

რეცეპტი კი ასეთია: შეათბეთ ტაფა > მოათავსეთ მასზე, დაახლოებით. 0, 5 ჩ. კ. კარაქი — ის ნელა უნდა გადნეს, შხეფების გარეშე > კვერცხი გატეხეთ და ფრთხილად მოათავსეთ ტაფაზე > გააჩერეთ ცეცხლზე 4 - 5 წუთი.

 

თევზი დაბრაწული ქერქით

 

 

გრილზე შემწვარ თევზს მადის აღმძვრელი დაბრაწული ქერქი რომ ჰქონდეს, თევზის ფილეს ცოტა მაიონეზი გადაუსვით. ამის გაკეთება კულინარიული ფუნჯით შეგიძლიათ: ფუნჯის წვერი ჩაასველეთ მაიონეზში და სწრაფი მოძრაობით, გადაუსვით თევზის ფილეს. შემდეგ, მარილი მოაყარეთ და გრილზე მოათავსეთ.

და კიდევ, თევზი მინიმალური რაოდენობის სანელებლებით უნდა შეწვათ. უკეთესი იქნება, თუ შეწვისას, მხოლოდ მარილს გამოიყენებთ და ბოლოს, ლიმონის ცოტაოდენ წვენს მიასხურებთ.

 

 

სტეიკი ცხიმის გარეშე

 

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მზარეულმა, ალენ დიუკასმა გაამხილა გემრიელი სტეიკის მომზადების საიდუმლო: შეწვის დროს, პირველ რიგში, ხორცს ტაფაზე იმ გვერდზე დებს, საითაც ცხიმია. ამ ხრიკით, ხორცი უფრო გემრიელი გამოდის და ცხიმის გამოყენების აუცილებლობაც აღარ არის.

 

ყველაზე გემრიელი მაჭკატები

 

 

რეცეპტის მიუხედავად, მაჭკატების ცომში აუცილებლად დაამატეთ 1-2 მაღალპროცენტიანი ცხიმიანობის არაჟანი. ეს ხრიკი ყოველთვის დადებითად მოქმედებს, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე, სულერთია, ტკბილია, თუ არა ცომი — ასე მაჭკატები ბევრად უფრო ნაზი და გემრიელი იქნება და მასში გულსართის შეხვევისას, მთელი რჩება.  განაგრძეთ კითხვა