ფონდმა „ცხოვრება მშვენიერია“ ახალი საქველმოქმედო პროექტი #მოდითეატრში დაიწყო - Gemrielia.ge

ფონდმა „ცხოვრება მშვენიერია“ ახალი საქველმოქმედო პროექტი #მოდითეატრში დაიწყო

         ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 2018 წლის  ნოემბრიდან ახორციელებს პროექტს #მოდითეატრში, რომელშიც ჩართულია ქალაქ თბილისში არსებული ყველა თეატრი და კინოთეატრი. პროექტის ფარგლებში თითოეული სპექტაკლიდან და კინოჩვენებიდან  შემოსული თანხა მოხმარდება სხვადასხვა საჭიროების მქონე ბენეფიციარებს.

 

24 ნოემბერირუსთაველის თეატრისპექტაკლი "ასულნი" დასაწყისი 20:00 საათი

1 დეკემბერიგრიბოედოვის თეატრი –  სპექტაკლი "მაიაკოვსკი" დასაწყისი 20:00 საათი

6 დეკემბერს პროექტის  გალა კონცერტი ფილარმონიაში.

 

ფონდმა შექმნა პროექტი #სიცოცხლისათვის, რომლის ფარგლებშიც გადარჩა  ნიკუშა ნატროშვილი,  მარიამ მათიაშვილი, ლუკა დავიანტი,თეონა ნუცუბიძე; ასევე ამ პროექტის ფარგლებში  განხორციელდა  ბერი  ანდრიას  ფონდის  დასახმარებელი  ღონისძიება. პროექტიდან შემოსული თანხა კი მოხმარდა „ბედნიერი სახლის მშენებლობას“.

     ასევე ფონდს განხორციელებული აქვს  ანი ვანიძისა, ლენუკა ჩხიკვაძის, მარიამ ხარძიანის, თამარ  ბაბილუა(ბაბი)  და ბევრი სხვა ადამიანს  დასახმარებელი კონცერტები.

 

    გაცნობებთ,  რომ  ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 2013 წლიდან დღემდე ორგანიზებას უკეთებს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას. აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 2014 წლის 19 იანვარს შეიქმნა და სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორია. მათ შორის, ბერი ანდრიას ფონდის ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვებისთვის ჩატარებული არაერთი ღონისძიების: მათთვის ფონდმა ჩამოიყვანა სრულიად  უსასყიდლოდ  ცნობილი  იტალიელი  მომღერალი  PUPO ;