მიშიმას ბლოგი - სასურსათო კალათის შევსების რიტუალი „ნიკორაში“ და განსაკუთრებული კერძის რეცეპტი - Gemrielia.ge

მიშიმას ბლოგი - სასურსათო კალათის შევსების რიტუალი „ნიკორაში“ და განსაკუთრებული კერძის რეცეპტი

არც თუ ისე შო­რე­ულ წარ­სულ­ში, სა­შუ­ა­ლოს­ტა­ტის­ტი­კუ­რი თბი­ლი­სე­ლის სა­სურ­სა­თო კა­ლა­თის შევ­სე­ბა საკ­მა­ოდ ნევ­რო­ზულ და დამ­ღლელ პრო­ცე­დუ­რას წარ­მო­ად­გენ­და.

უკვე დი­ლი­დან, ეს სა­შუ­ა­ლოს­ტა­ტის­ტი­კუ­რი თბი­ლი­სე­ლი მი­ა­შუ­რებ­და დი­დუ­ბეს ან ისანს, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვი მეტ­რო­სად­გუ­რე­ბის გარ­შე­მო პოს­ტა­პო­კა­ლიფ­სუ­რი ფილ­მე­ბის დე­კო­რა­ცი­ე­ბი­ვით მე­ტას­ტა­ზი­რებ­და ათე­უ­ლო­ბით ბა­ზა­რი და ბაზ­რო­ბა... რო­მე­ლი­მე „ატო­მიკ სი­თის“, ან „ექ­სონ ვალ­დე­ზის“ მო­და­ზე შეკ­რულ კუს­ტა­რულ დახ­ლებ­ზე და ჯი­ხუ­რებ­ში თავ­მოყ­რი­ლი იყო ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ხე­ო­ბის, ხა­რის­ხის და წარ­მო­შო­ბის სა­ქო­ნე­ლი...

ქარ­თუ­ლი მე­ბა­ღე­ო­ბა-მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბა უპ­რობ­ლე­მოდ მე­ზობ­ლობ­და თურ­ქულ ტრი­კო­ტაჟ­თან თუ ირა­ნულ რკი­ნე­უ­ლო­ბას­თან. ჩი­ნუ­რი ელექტრო­სა­ქო­ნე­ლი ენაც­ვლე­ბო­და „წი­თე­ლი ოქ­ტომ­ბრის“ სა­კონ­დიტ­რო ნა­წარმს. რეპ­ლი­კუ­რი სათ­ვა­ლე­ე­ბის სტენ­დი მდო­რედ გა­და­ე­დი­ნე­ბო­და ბურ­ღუ­ლე­უ­ლის დახ­ლში, ხოლო იმ­პორ­ტუ­ლი ძეხ­ვე­უ­ლის ან ყვე­ლის მა­ცი­ვა­რი შე­იძ­ლე­ბო­და მდგა­რი­ყო სა­დღაც, კუს­ტა­რუ­ლი ფეხ­საც­მლის და ასე­თი­ვე აუ­დი­ო­კა­სე­ტე­ბის ჯი­ხუ­რებს შო­რის... და რო­გორც წესი, ამ­დაგ­ვა­რი აპო­კა­ლიფ­ტი­კა აქა-იქ შე­ზა­ვე­ბუ­ლი იყო უსა­ხე­ლო ცე­ხე­ბის „შო­უ­რუ­მე­ბით“, სა­დაც იყი­დე­ბო­და სა­ეჭ­ვო სი­ი­ა­ფის, ხა­რის­ხის და ვი­ზუ­ა­ლის მქო­ნე ხორ­ცპ­რო­დუქ­ცია.

 

 

არ და­გი­მა­ლავთ, მე რამ­დენ­ჯერ­მე მხვდა წი­ლად და­მე­გე­მოვ­ნე­ბი­ნა ეს ცე­ლუ­ლო­ზით, ნივ­რი­თა და თხე­ვა­დი კვამ­ლით გა­ჯე­რე­ბუ­ლი სა­ოც­რე­ბე­ბი. და­გე­მოვ­ნე­ბას კი, უმე­ტე­სად, თან სდევ­და გარ­კვე­უ­ლი გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი­უ­რი უხერ­ხუ­ლო­ბე­ბი, სი­ნა­ნუ­ლის გრძნო­ბა და სკეპ­ტი­ციზ­მი ეროვ­ნუ­ლი ხორ­ცმრეწ­ვე­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­მართ... თუმ­ცა, 2000-ია­ნე­ბის და­სა­წყის­ში, ჩემ­მა სკეპ­ტი­ციზ­მმა პირ­ვე­ლი შე­მა­სუს­ტე­ბე­ლი ბიძ­გი მი­ი­ღო, როცა ბახ­ტრი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე ამოქ­მედ­და პა­ტა­რა მა­ღა­ზია, სა­ხელ­წო­დე­ბით „ნი­კო­რა“. ეს მა­ღა­ზია არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რი­ე­რით. მის დახლზე სულ რამ­დე­ნი­მე და­სა­ხე­ლე­ბის ძეხ­ვე­უ­ლი იდო, მაგ­რამ ამ რამ­დე­ნი­მე და­სა­ხე­ლე­ბას გა­აჩ­ნდა ის, რაც ასე აკ­ლდა იმ­დრო­ინ­დელ თბი­ლი­სურ გას­ტრო­ნო­მი­ას - გემო და ვი­ზუ­ა­ლი...

 

ვერ გე­ტყვით, რომ პირ­ვე­ლი­ვე ვი­ზი­ტი­დან გავ­ხდი ამ მა­ღა­ზი­ის ყო­ველ­დღი­უ­რი სტუ­მა­რი, რომ ერთ წე­ლი­წად­ში მო­მარ­თვეს სა­სა­ჩუქ­რე ჭიქა წარ­წე­რით: „ნი­კო­რას სა­პა­ტიო მომ­ხმა­რე­ბელს“... არა... უბ­რა­ლოდ, იმ პირ­ველ ვი­ზიტს დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მოჰ­ყვა მე­ო­რე, მე­ო­რეს კი მე­სა­მე... ში­გა­და­შიგ ნა­ყიდ „რძი­ანს“ მოჰ­ყვა „სპე­ცის“, თუ ბე­კო­ნის რე­გუ­ლა­რუ­ლი მა­რა­გე­ბი. ჩემი მა­ცივ­რის ოდეს­ღაც მარ­ტივ სენდვი­ჩებ­ზე და ერ­ბოკ­ვერ­ცხზე გათ­ვლი­ლი ორ­და­სა­ხე­ლე­ბი­ა­ნი ასორ­ტი­მენ­ტი ჩა­ნაც­ვლდა კომ­პლექ­სუ­რი კერ­ძე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის (და არა მარ­ტო) სრულ­წო­ნი­ა­ნი კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბით. და დღეს, თით­ქმის 20 წლის თავ­ზე, მე, ისე­ვე რო­გორც ათა­სო­ბით სხვა სა­შუ­ა­ლოს­ტა­ტის­ტი­კურ თბი­ლი­სელს, ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემი სა­სურ­სა­თო კა­ლა­თის შევ­სე­ბის რი­ტუ­ა­ლი „ნი­კო­რა­ში“ ყო­ველ­დღი­უ­რი ვი­ზი­ტის გა­რე­შე.

 

ღრმა ქვაბ­ში ვა­ცხე­ლებთ ზე­ი­თუ­ნის ზეთს, ვად­ნობთ ბე­კონს, ვა­მა­ტებთ დაჭ­რილ ბოსტნე­ულს და ვშუ­შავთ 3-5 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ვა­მა­ტებთ სა­ნე­ლებ­ლებ­სა და ფარშს, ვთუ­შავთ 5-10 წუთი. შემ­დეგ ვა­მა­ტებთ ლო­ბი­ოს, პო­მი­დორს, სა­ქონ­ლის ბუ­ლი­ონს და ვა­დუ­ღებთ და­ბალ ცე­ცხლზე 40-50 წუთი. მა­რი­ლი, ცხა­დია გე­მოვ­ნე­ბით. შემ­დეგ "ვას­ვე­ნებთ" 15 წუთი. ვი­ღებთ ღრმა თეფ­შზე და ვრთავთ დაჭ­რი­ლი ქინ­ძით, ვა­მა­ტებთ ლა­იმს და არა­ჟანს. გარ­ნი­რად ბრინ­ჯი, ან შემ­წვა­რი ტარ­ტი­ლია (შე­იძ­ლე­ბა სი­მინ­დის ჩიფ­სიც)

 

ხახ­ვი / დიდი თავი 2 ც

ნი­ო­რი 3 კბი­ლი

წი­თე­ლი ბულ­გა­რუ­ლი წი­წა­კა 3 ც

ზე­ი­თუ­ნის ზეთი 3 სუფრ. კოვ­ზი

ტა­კო­სის მიქ­სი 2 სუფრ. კოვ­ზი

წი­თე­ლი კონ­სერ­ვი­რე­ბუ­ლი ლო­ბიო 2 ქილა

კან­გაც­ლი­ლი კონ­სერ­ვი­რე­ბუ­ლი პო­მი­დო­რი 2 ქილა

სა­ქონ­ლის უცხი­მო ფარ­ში / მსხვი­ლად გა­ტა­რე­ბუ­ლი 0.8 კგ

ბე­კო­ნი 0.2 კგ

ქინ­ძი 1 კონა

ბალ­ზა­მი­კო 3 სუფრ. კოვ­ზი

ტკბი­ლი აზი­უ­რი ჩილი-სო­უ­სი 3 სუფრ. კოვ­ზი

სა­ქონ­ლის ბუ­ლი­ო­ნი 0.5 ლ.

 

ტა­კო­სის მიქ­სის და­სამ­ზა­დებ­ლად

დაგ­ჭირ­დე­ბათ

დაფ­ქვი­ლი ჩილი 2 სუფრ. კოვ­ზი

ნივ­რის ფხვნი­ლი 1.5 ჩ. კოვ­ზი

ხახ­ვის ფხვნი­ლი 1 სუფრ. კოვ­ზი

ხმე­ლი ორე­გა­ნო 1 სუფრ. კოვ­ზი

პაპ­რი­კა 2 ჩ. კოვ­ზი

კუ­მი­ნის ფხვნი­ლი 1.5 სუფრ. კოვ­ზი

მა­რი­ლი 2 ჩ. კოვ­ზი

პილ­პი­ლი 2 ჩ. კოვ­ზი

კა­კაო 1 სუფრ. კოვ­ზი

და­რი­ჩი­ნი 2 ჩ. კოვ­ზი

 

წყა­რო: citymagazine.ge