Forbes-მა ხაჭაპური მსოფლიოში საუკეთესო ყველის პიცად დაასახელა
გამოცემა Forbes-მა გემრიელი და მსოფლიოში ცნობილი ქართული ეროვნული კერძი ხაჭაპური „საუკეთესო ყველის პიცად“ დაასახელა.
Forbes წერს:
" კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, სადაც თუ ეროვნულ კერძს – საუკეთესო ყველის პიცას, რაც კი ოდესმე გიჭამიათ, ერთხელ მაინც გასინჯავთ, მისი დაგემოვნების სურვილი არაერთხელ გაგიჩნდებათ. შესაძლოა ქვეყანა, რომელიც რუსეთსა და თურქეთს შორის მდებაროებს, ბევრისთვის ცნობილი არაა, თუმცა ტურისტების სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის არაჩვეულებრივი კერძის- ხაჭაპურის წყალობით. "
გამოცემა ცალ-ცალკე ახასიათებს იმერულ, აჭარულ და მეგრულ ხაჭაპურებს და აღნიშნავს, რომ ყველაზე მაცდური და გამორჩეული არის მეგრული ხაჭაპური, „რომელსაც თან ახლავს ყველის „ცუნამი“ როგორც გარედან, ისე შიგნიდან. „
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართველების უმეტესობას პიცა უყვარს, 88%-ს ხაჭაპური ურჩევნია. „მეც მათ რიგებში ვარ,“ ვკითხულობთ სტატიაში.