რომელი სახეობის თევზი რისთვისაა კარგი - რჩევები თევზის მოყვარულებს - Gemrielia.ge

რომელი სახეობის თევზი რისთვისაა კარგი - რჩევები თევზის მოყვარულებს

ვი­ტა­მი­ნე­ბი D, E და A, იოდი, რკი­ნა, ფოს­ფო­რი, თუ­თია, კალ­ცი­უ­მი და სხვა - ეს თევ­ზია. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი არის ცი­ლე­ბი, რო­მელ­საც თევ­ზი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცავს და რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზ­მში ძა­ლი­ან კარ­გად შე­ი­წო­ვე­ბა.აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ზრდას­რულ­მა ადა­მი­ან­მა თევ­ზი კვი­რა­ში ერთხელ მი­ირ­თვას. ბავ­შვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თვის კი თევ­ზის მი­ღე­ბა კვი­რა­ში ორ­ჯე­რაა რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი.

თევ­ზის რე­გუ­ლა­რუ­ლი მი­ღე­ბა სის­ხლში ქო­ლეს­ტე­რინს შე­ამ­ცი­რებს

ომე­გა-3 ეხ­მა­რე­ბა სის­ხლის ნორ­მა­ლურ მი­მოქ­ცე­ვა­ში

ხელს უწყობს ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის სწორ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას

აუმ­ჯო­ბე­სებს თმის, კა­ნის და ფრჩხი­ლე­ბის სტრუქ­ტუ­რას

აუმ­ჯო­ბე­სებს მეხ­სი­ე­რე­ბას

ხელს უწყობს ადა­მი­ა­ნის ზო­გა­დი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის სი­ჯან­სა­ღეს

ქარ­თულ ბა­ზარ­ზე თევ­ზის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნია, თუმ­ცა თევ­ზის ყვე­ლა სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბის მი­სა­ღე­ბად აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ პრო­დუქ­ტი მა­ღა­ლი ხა­რის­ხის იყოს. სწო­რედ ამი­ტომ დიდი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ იმა­საც, თუ სად და რა ბრენ­დის თევზს ვყი­დუ­ლობთ. თევ­ზის მრა­ვალ­ფე­რო­ვან და ხა­რის­ხი­ან არ­ჩე­ვანს გვთა­ვა­ზობს „ნი­კო­რას“ შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია „ოკე­ა­ნე“, რომ­ლის ასორ­ტი­მენ­ტში გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს პრე­სერ­ვებს. თევ­ზე­უ­ლის პრე­სერ­ვე­ბის დამ­ზა­დე­ბა სტე­რი­ლი­ზა­ცი­ი­სა და პას­ტე­რი­ზა­ცი­ის გა­რე­შე და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე ხდე­ბა, რაც პრო­დუქ­ტში უზ­რუნ­ველ­ყოფს ცო­ცხა­ლი თევ­ზის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ყვე­ლა სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბის, მი­ნე­რა­ლე­ბი­სა თუ მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას.

 

 

 

„ოკე­ა­ნის“ ტექ­ნო­ლო­გიც გირ­ჩევთ, რო­გორ გა­არ­ჩი­ოთ ახა­ლი და ხა­რის­ხი­ა­ნი თევ­ზი. „იმის­თვის, რომ გა­არ­ჩი­ოთ ახა­ლია თუ არა ეს პრო­დუქ­ტი, გა­ყი­ნულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მას არ უნდა აღე­ნიშ­ნე­ბო­დეს სიყ­ვით­ლე­ე­ბი (ფარ­ფლე­ბი­სა და მუც­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე) გამ­ღვა­ლი თევ­ზის ქსო­ვი­ლი კი ფი­ზი­კუ­რი და­წო­ლის შემ­დეგ ბუ­ნებ­რივ ად­გილს უნდა უბ­რუნ­დე­ბო­დეს, თუ ჩაზ­ნე­ქი­ლი რჩე­ბა, მა­შინ მას უკვე და­კარ­გუ­ლი აქვს თა­ვი­სი ხა­რის­ხი.”

 

 

„რაც შე­ე­ხე­ბა შე­ბო­ლილ თევზს, მას უნდა ჰქონ­დეს ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფე­რი­ლო­ბა, კერ­ძოდ ღია ყა­ვის­ფრი­დან-მუქ ოქ­როს­ფრამ­დე, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა ჰქონ­დეს მომ­წვა­ნო-მო­ნაც­რის­ფრო ფერი ან ლორ­წო. აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­მო­ირ­ჩე­ო­დეს შე­ბოლ­ვის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სა­სი­ა­მოვ­ნო არო­მა­ტით და სიმ­კვრი­ვით. იმი­სათ­ვის, რომ თევ­ზი იყოს სა­სარ­გებ­ლო და ხა­რის­ხი­ა­ნი, ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ, რო­გორც მისი შე­ძე­ნის ად­გილს, ასე­ვე შე­ნახ­ვის პი­რო­ბებს. აუ­ცი­ლებ­ლად და­აკ­ვირ­დით, და­ცუ­ლია თუ არა პრო­დუქ­ტის შე­ნახ­ვის ყვე­ლა სა­ჭი­რო პა­რა­მეტ­რი. შე­ბო­ლი­ლი თევ­ზის შე­ნახ­ვა 0- +6 გრა­დუს­ზეა რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი. ამ რჩე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თავს უხა­რის­ხო და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ზი­ა­ნო თევ­ზის ყიდ­ვის­გან ნამ­დვი­ლად და­ი­ცავთ,” - და­ა­მა­ტა მან.

ზო­გა­დად, თევ­ზი რომ სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტია უკვე ყვე­ლამ კარ­გად იცის. თუმ­ცა რო­მე­ლი თევ­ზი ვის­თვის და რა­ტომ არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­სარ­გებ­ლო, ამის შე­სა­ხებ ბევ­რს არ სმე­ნია.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო თევ­ზი ორა­გუ­ლია. ის მრავ­ლად შე­ი­ცავს უჯერ ცხი­მო­ვან მჟა­ვებს, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნიზ­მზე და­დე­ბით გავ­ლე­ნას ახ­დენს. ეს თევ­ზი მდი­და­რია ფოს­ფო­რი­თა და კა­ლი­უ­მით. მას­ში ბევ­რია აგ­რეთ­ვე მაგ­ნი­უ­მი, ქლო­რი, კალ­ცი­უ­მი, რკი­ნა, თუ­თია, ნი­კე­ლი, მო­ლიბ­დე­ნი, A, B1, B2, C, E Dდა PP ვი­ტა­მი­ნე­ბი. ორა­გუ­ლის ქონი ათხე­ლებს სის­ხლს, ამით აფერ­ხებს თრომ­ბე­ბის წარ­მოქ­მნას და იცავს ორ­გა­ნიზმს ინ­სულ­ტი­სა და ინ­ფარ­ქტის­გან. თევ­ზის ქონი აქ­ვე­ი­თებს სის­ხლში სა­ხი­ფა­თო ცხი­მე­ბის, ტრიგ­ლი­ცე­რი­დე­ბის, დო­ნეს, ხელს უწყობს წნე­ვის დაქ­ვე­ი­თე­ბას, ზრდის კარ­გი ქო­ლეს­ტე­რი­ნის დო­ნეს. ის სა­სარ­გებ­ლოა სის­ხლძარ­ღვე­ბის­თვის - ანი­ჭებს მათ დრე­კა­დო­ბა­სა და ელას­ტი­კუ­რო­ბას. ეს უნი­კა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა ბლო­კავს ან­თე­ბით პრო­ცე­სებს, გარ­კვე­ულ­წი­ლად აფერ­ხებს ართრი­ტის, ფსო­რი­ა­ზის, დი­ა­ბე­ტი­სა და სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის, მათ შო­რის - სიმ­სივ­ნუ­რის, გან­ვი­თა­რე­ბას. მრა­ვალ­წლი­ა­ნი კვლე­ვე­ბი მოწ­მობს, რომ ომე­გა-3 ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც უხ­ვა­დაა ორა­გულ­ში, აფერ­ხებს ორ­გა­ნიზ­მის ბი­ო­ლო­გი­ურ და­ბე­რე­ბას.

ბავ­შვე­ბის­თვის ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა იმ თევ­ზის მი­ღე­ბას, რო­მე­ლიც მდი­და­რია ომე­გა 3 ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბით. ასე­თია ვირ­თევ­ზა, მტკნა­რი წყლე­ბი­დან კალ­მა­ხი, ზუ­თხი­სებრნი თა­ვის­თა­ვად, ქა­შა­ყი, ორა­გუ­ლი, სკუმბრია.

იოდს უხ­ვად შე­ი­ცავს ქორ­ჭი­ლა, კამ­ბა­ლა და კარჩხა­ნა.

ზღვის თევზში კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია ისე­თი მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი, რო­გო­რიც არის ბორი, რკი­ნა, ლი­თი­უ­მი, ფტო­რი, ბრო­მი და სხვა, ამი­ტომ მას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის და­ა­ვა­დე­ბა­თა პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თვის

თევ­ზის დი­ე­ტუ­რი სა­ხე­ო­ბე­ბია: სუ­და­კი, ხეკი, თი­ნუ­სი, კამ­ბა­ლა, სკუმბრია, ვირ­თევ­ზა, ნა­ვა­გა. ორა­გუ­ლი, შე­და­რე­ბით, კა­ლო­რი­უ­ლია, თუმ­ცა, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, შე­გიძ­ლი­ათ, დი­ე­ტურ მე­ნი­უ­ში შე­ი­ტა­ნოთ.

სარ­დი­ნა ასე­ვე მდი­და­რია ვი­ტა­მი­ნე­ბი­თა და მი­ნე­რა­ლე­ბით. არე­გუ­ლი­რებს სის­ხლის მი­მო­ქე­ვას და საჭ­მის მომ­ნე­ლე­ბელ სის­ტე­მას.