საქართველოში იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული წელს მესამეჯერ აღინიშნა

იტალიის სამზარეულოს მსოფლიო კვირეული წელს 19-25 ნოემბერს რიგით მესამეჯერ აღინიშნა. უკვე ტრადიციად ჩამოყალიბებული კვირეულის მიზანია იტალიური სამზარეულოს და აგრო-სასურსათო პროდუქციის  პოპულარიზაცია,  მათი განსხვავებული მახასიათებლებისა და ღირებულებების წარმოჩენა მსოფლიო მასშტაბით. საქართველოში იტალიის სამზარეულოს მსოფლიო კვირეულს  რამდენიმე ღონისძიება დაუკავშირდა: ახალი რესტორნების გახსნა, გალა ვახშამი, მასტერკლასები,  დეგუსტაციები...  ამასთან ერთად, იტალიის საელჩოსა და  იტალიის სავაჭრო წარმომადგენლობის ITA-ს ორგანიზებით  განხორციელდა კამპანია - „იტალიური გემო გამორჩეულია“. კამპანია თავის მხრივ, უკავშირდებოდა ინიციატივას „Made in Italy საქართველოში“  (www.madeinitalyingeorgia.ge), რომელსაც საფუძველი წელს ივნისში ჩაეყარა და გულისხმობს სხვადასხვა პროექტების განხორციელებას იტალიური სამომხმარებლო პროდუქციის და სავაჭრო მარკების ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციის მიზნით. კამპანიაში „იტალიური გემო გამორჩეულია“ , მონაწილეობას იღებდნენ ძირითადად თბილისში წარმოდგენილი იტალიური რესტორნები, პიცერიები და კაფეები, ისევე როგორც რამდენიმე სასურსათო მაღაზიის ქსელი, რომლებიც კვირეულის განმავლობაში მომხმარებლებს თავიანთ იტალიურ კერძებსა და სასურსათო პროდუქტებზე სხვადასხვა ფასდაკლებებსა თუ აქციებს თავაზობდნენ. 

 

®

მასალის გამოყენების პირობები
30 ნოემბერი, 2018 01:51 p.m.
ნანახია: 133