"იტალიის ხუთი გრძნობა’’

’’იტალიის ხუთი გრძნობა’ - ასე ერქვა საღამოს, რომელიც იტალიური სამზარეულოს მესამე მსოფლიო კვირეულის  ფარგლებში 21 ნოემბერს სოლო ლაუნჯ ჭავჭავაძეში გაიმართა. საღამოზე იტალიური მოდის სახლის Rossorame-’ დიზაინერები,   ინდივიდუალურად, ხელით შექმნილი მამაკაცის ტყავის ფეხსაცმლის დიდი ოსტატი  ვლადი რიგატო (Wladi Rigato) და ინდივიდუალური სუნამოების ალქიმიკოს-პარფიუმერისტი სილენო კელონი (Sileno Cheloni) წარდგნენ - მათ მოწვეულ სტუმრებს, ხუთი გრძნობიდან (ხედვა, შეხება და ყნოსვა)  თავიანთი შექმნილი ‘’Made in Italy’’ გააცნეს.

 საღამოს გასტრონომიული ნაწილი კი კომპანია ’’აგროიტიკას’’ (’’Agroittica’’)   ე.წ. ‘’შავი ოქროს’’- ხიზილალისა და  ერთ-ერთი ძველი და ცნობილი იტალიური მარნის ‘’მონტრესორის’’ (‘’Montresor’’) ღვინის წარდგინებას და დეგუსტაციას დაეთმო. გამორჩეული იტალიური გემოს ხიზილალა სავაჭრო მარკებით: ‘’Cavalier’’ და ‘’Calvius’’ საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომია, მათი ოფიციალური დისტრიბუტორია  კომპანია ‘’სმარტ დისტრიბუშენი’’.  საცალო ბაზარზე კი მათ რამოდენიმე მსხვილ სუპერმარკეტის ქსელში შეხვდებით.

‘’მონტრესორი’’ ერთ-ერთი ძველი და ცნობილი ღვინის მწარმოებელია, ფლობს ოცდაათამდე ღვინის სახეობას და  აწარმოებს მაღალი კლასის ღვინოს,  რომელსაც იტალიის გარდა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მაღალი ცნობადობა აქვს  და მოწინავე ადგილი უკავია. საქართველოს ბაზარზე კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორია ’’ფიშმარკეტი’’, რომელიც ამავდროულად  წარმოადგენს სხვა იტალიური  ცნობილი ღვინის კომპანიების (‘’Frescobaldi” და “Antinori”) ექსკლუზიურ დისტრიბუტორსაც.

®

 

მასალის გამოყენების პირობები
3 დეკემბერი, 2018 10:57 a.m.
ნანახია: 104