3 გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი ბუტერბროდი, რომლითაც პატარებს დილის საუზმეს გაუხალისებთ - Gemrielia.ge

3 გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი ბუტერბროდი, რომლითაც პატარებს დილის საუზმეს გაუხალისებთ

დილით კვება მოზარდის სწორი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა გარკვეული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, ხშირად ბავშვები დილაობით ისე ვერ საუზმობენ, როგორც საჭიროა, ან საერთოდაც უარს ამბობენ საუზმეზე.
დილით ჭამა უფროსსაც ძალიან უჭირს და ხშირად, რაც უნდა გულით მოუმზადოთ ბავშვებს გემრიელი ულუფა, შესაძლოა პირი არც დააკარონ. ზოგიერთი კი საყვარელი, ამოჩემებული სასუსნავის გარდა არაფერს ჭამს. მშობლებიც ხშირ შემთხვევაში იძულებულნი არიან, დაჰყვნენ პატარა მბრძანებლების ნებას.

ამ პრობლემებს რომ თავი აარიდოთ, "ნიკორა" წარმოგიდგენთ სამ მარტივად მოსამზადებელ ბუტერბორდს, რომელსაც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე სიხარულით მიირთმევენ ბავშვები.

 

 

ინგრედიენტები:

  • "ნიკორას" მინი სოსისი 8 ცალი (8 რვაფეხის მოსამზადებლად)
  • 50 გ ფქვილი
  • 25 გ რძე
  • ზეთი სოსის შესაწვავად
  • ყველი

მომზადება: ჯამში მოათავსეთ 50 გ ფქვილი, და 25 გ რძე. ურიეთ სანამ გლუვ მასას არ მიიღებთ, სოსისი ჩაჭერით დაახლოებით 8 ადგილას და ამოავლეთ მიღებულ მასაში. შემდეგ შეწვით ზეთში, სანამ არ შეიბრაწება და არ მიიღებს ყავისფერ შეფერილობას. შეგიძლიათ გაფორმებისთვის გამოიყენოთ ყველი (თვალების გასაკეთებლად). გაფორმებისას ჩართეთ თქვენი პატარების ფანტაზიაც.
 

"საშიში" სოსისები

ინგრედიენტები:

  • "ნიკორას" სოსისი ივერია (რაოდენობის მიხედვით)
  • ერთი შეკვრა გაყინული ფენოვანი ცომი
  • არაჟანი ან ყველი (გასაფორმებლად)

მომზადება: გაყინული ცომი გაადნეთ ოთახის ტემპერატურაზე და გაყავით ორ ნაწილად, შემდეგ თითოეული

 

მათგანი გააბრტყელეთ მართკუთხედად და 10-12 ნაწილად დაჭერით. შეწვით სოსისები და სათიათოდ შემოახვიეთ ცომი თოთოეულ მათგანს. ფორმაზე წაუსვით ცხიმი და შედეთ ღუმელში 180 გრადუს ტემპერატურაზე. 15 წუთში "საშიში" სოსისები მზად იქნება. გასაფორმებლად აქაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველი ან არაჟანი. გაუკეთოთ თვალები და პირი, ამით გაცილებით შემოქმედებითი გამოგივათ და პატარებიც უფრო გაახალისდებიან.

 

მხიარული ბუტერბროდი

 

ინგრედიენტები:

  • "ნიკორას" რძიანი სოსისი (რაოდენობის მიხედვით)
  • მდნარი ან ჩვეულებრივი ყველი
  • ჰოთდოგის მზა პური (რაოდენობის მიხედვით)
  • სალათის ფურცელი
  • ცოტაოდენი ქიშმიში /ქლიავის ჩირი (გასაფორმებლად)

დედიკოებო, თუ დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ ჰოთდოგის მრგვალი პურები შეიძინოთ "ნიკორას" სუპერმაკერტში და ძაღლის ფორმაზე გამოჭრათ ან შეგიძლიათ თავად გამოაცხოთ პატარა ზომის ძაღლის ფორმის პურები რომლებსაც კრეატიული ბრუტერბოდისთვის გამოიყენებთ.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 25 გ საფუარი
  • 100 გ ფქვილი
  • 1 ც კვერცხი
  • 1/2 მარილი
  • 1 ს.კ ზეთი

მომზადება: მცირე ზომის პურში მოათავსეთ სალათის ფურცელი და შემწვარი სოსისი, თვალებად შავი ქლიავი ან ჩირი გამოიყენეთ. ასეთ მხიარულ ბრუტერბორდებს მართლაც ვერცერთი ბავშვი ვერ დაიწუნებს.