უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში - Gemrielia.ge

უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში

დღესდღეობით უძრავი ქონება საკმაოდ განვითარებული სფეროა საქართველოში. მარტო თბილისში დაახლოებით 200-მდე დეველოპერული კომპანია ოპერირებს, რომლებიც აშენებენ მრავალბინიან და ფუნქციურად დატვირთულ საცხოვრებელ სახლებს. კომპანიები მუდმივად ცდილობენ ბაზრის უმეტესი ნაწილის მოპოვებას და საზოგადოებაში განსაკუთრებული ადგილის დაკავებას. ამ ყველაფრისთვის კი მათ პირველ რიგში სამშენებლო სფეროში გამოცდილება სჭირდებათ, რათა მოიპოვონ ხალხის ნდობა და მიაღწიონ დასახულ მიზანს.

დეველოპერული კომპანია არქი, ამ კუთხით ძალიან აქტიურია და შესაბამისად წლების განმავლობაში მოიპოვა უამრავი ადამიანის ნდობა. არქის მთავარი უპირატესობა მომხმარებელთან მჭიდრო კომუნიკაციაა, რაც კომპანიას აძლევს საშუალებას გაიგოს რა არის მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი და როგორ შესთავაზოს მათ სასურველი პროდუქტი.  პირველ რიგში მაქსიმალურად ცდილობს პროექტებისთვის ხელსაყრელი ადგილმდებარეობის შერჩევას, რაც მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ინდივიდუალური გეგმარება და უმაღლესი ხარისხის მშენებლობა კი მომხმარებელს კიდევ უფრო უბიძგებს გახდეს არქელი. პროექტის ლოკაციის შერჩევისას კომპანია არქი ითვალისწინებს გარშემო არსებულ ინფრასტრუქტურას.  მიმდებარე ტერიტორიაზე აუცილებლად უნდა იყოს ყველა ისეთი ტიპის მაღაზია, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში არქელები აქტიურად გამოიყენებენ.

არქი ცდილობს ბინები ააშენოს როგორც ცენტრალურ უბნებში, ასევე ცენტრისგან მოშორებით. არქი თაუერი ერთ-ერთი იმ პროექტთაგანია, რომლებიც ცენტრალურ უბნებში აშენდა. ეს პროექტი კარგი მაგალითია ეფექტური გეგმარების, ხარისხის და ინფრასტრუქტურასთან იდელაურად შერწყმული ვიზუალის. მეორეს მხრივ, არქი მუხიანი არის გადატვირთული უბნებისგან მოშორებით განხორციელებული წარმატებული პროექტი. მუხიანში აშენებული კომპლექსიც გამორჩეულია თავისი ვიზუალით. ამასთანავე არქი მუხიანი გამოირჩევა კარგად გამწვანებული ეზოთი და ინფრასტრუქტურით.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არქის ყველა პროექტში გათვალისწინებულია რამდენიმედონიანი ავტოსადგომი, რომელიც დღესდღეობით დიდ კომფორტს უქმნის მაცხოვრებლებს, რადგან ავტომობილის გაჩერება პროებლემას წარმოადგენს ქალაქში.

არქი მუდმივად აუმჯობესებს ხარისხს, არის ინოვაციური კომპანია და ორიენტირებულია მომხმარებელზე. უძრავი ქონება კი ის ბიზნესია, სადაც არქი ინარჩუნებს წამყვანი დეველოპერული კომპანიის სახელს.

 

 

®