ერთადერთი პროდუქტი, რომელიც ანადგურებს ბაქტერიებს, ვირუსებსა და სოკოს ერთდროულად- აუცილებლად გქონდეთ სახლში!
ერთადერთი პროდუქტი, რომელიც ანადგურებს ბაქტერიებს, ვირუსებსა და სოკოს ერთდროულად- აუცილებლად გქონდეთ სახლში!

ფუტკრის საჭმლისმომნელებელი ფერმენტებისა და მცენარეთა ფისისებური ნივთიერებების ურთიერთშერევით წარმოიქმნება უნიკალური ფორმულის მქონე წებოვანი ნივთიერება - დინდგელი, იგივე პროპოლისი. ფუტკარს დინდგელი სჭირდება სკისა და ფიჭის დაცვისა და დეზინფექციისთვის, ადამიანს კი - სამკურნალოდ.

მიუხედავად იმისა, რომ პროპოლისი უძველესი დროიდან არის ცნობილი, თანამედროვე მედიცინა მის სულ ახალ და ახალ თვისებებს აღმოაჩენს. ამ პროდუქტის გამოყენება სხვადასხვა ხერხით შეიძლება: შეიძლება მისი უბრალოდ დაღეჭვა, რძეში ჩამატება (შესანიშნავად მკურნალობს ხველას) ან სპირტანი ნაყენის სახით გარეგანი მოხმარება.

 

დინდგელის ნაყენის სამკურნალო თვისებები

 

დინდგელის ნაყენის შინაგანი მიღება ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას, ხსნის ანთებით პროცესებს, მოქმედებს, როგორც ქნტიოქსიდანტი. გარეგანი მოხმარების სპექტრი კი უფრო ფართეა: ადეზინფიცირებს და ახორცებს ჭრილობებს, ახდენს კანის რეგენერაციას, აყუჩებს ტკივილს, კლავს სოკოს.

 

 

ექიმები პროპოლისს სხვადასხვაგვარი დაავადებების დროს ნიშნავენ: ტონზილიტის, ფარინგიტის, სინუსიტის, ოტიტის, ტრაქეიტის, ბრონქიტის, პნევმონიის სამკურნალოდ, ვირუსული ინფექციების დროს (გრიპი, ჰერპესი), სტომატოლოგიური პათოლოგიების დროს, გინეკოლოგიაში საშვილოსნოს ყელის ეროზიისას და კუჭის დაავადებების დროსაც კი.

ყველაზე ხშირად იყენებენ პროპოლისის 10%-იან ნაყენს. სახლის პირობებში მისი დამზადება საკმაოდ მარტივია.

 

1. ფარინგიტისა და ტონზილიტის დროს გამოივლეთ ყელში დინდგელის ნაყენი, რომელიც ფიზიოლოგიურ ხსნართან იქნება გაზავებული პროპორციით 1:10.

 

2. იგივე კონცენტრაციის ხსნარია საჭირო სტომატოლოგიური დაავადებების დროს პირში სავლებად.

 

3. სინუსიტისა და ჰაიმორიტის დროს: ზემოაღნიშნული პროპორციით გაზავებული ნაყენი ჩაიწვეთეთ ცხვირში. განაგრძეთ კითხვა

მასალის გამოყენების პირობები
7 დეკემბერი, 2018 09:07 p.m.
ნანახია: 85667