რა არის მუსკატის კაკალი (ჯავზი) და რატომ უმატებენ პასკის ცომს? - Gemrielia.ge

რა არის მუსკატის კაკალი (ჯავზი) და რატომ უმატებენ პასკის ცომს?

მუსკატის კაკალი ანუ ჯავზი მარადმწვანე ტროპიკული მცენარეა, რომელიც ხარობს ძირითადად ინდონეზიაში, ინდოეთში, შრი-ლანკაში, ბრაზილიასა და აფრიკაში.


მისი განსაკუთრებული არომატის გამო მუსკატის კაკალი ფართოდ გამოიყენება პარფიუმერიასა და კვებით მრეწველობაში. ჯავზი შეიცავს სასარგებლო ეთერზეთებს, მაგრამ მისი დიდი რაოდენობით გამოყენებამ, შესაძლოა, ინტოქსიკაცია გამოიწვიოს, ამიტომ საჭიროა ზომიერების დაცვა.

მუსკატს ხმარობენ სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმის, დესერტების, ხორცისა და თევზის კერძების მომზადებისას.

მუსკატის კაკალს, კიდევ ორ სხვა სანელებელთან ერთად, ყველაზე ხშირად უმატებენ პასკის ცომს. ჯავზი პასკას განსაკუთრებულ არომატს აძლევს და აგემრიელებს. ასე რომ, თუკი პასკის ცომს რამდენიმე დასახელების სანელებელს უმატებთ, მუსკატის კაკალი პროპორციულად სხვებზე მეტი გაუკეთეთ, არ ინანებთ.