სამარხვო საცივი თამრიკო ჭოხონელიძისგან
30 წელია ხორცი არ უჭამია, 7 წლის განმავლობაში თევზიც კი ამოიღო რაციონიდან, მაგრამ ვეგეტარიანელობა დიასახლისობაში ხელს არ უშლის. ოჯახის წევრებისთვის ხორციან კერძებსაც ამზადებს. რამდენიმე ეფექტური დიეტა, გემრიელი კერძის რეცეპტი და სასარგებლო რჩევები მოგვცა მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ.
- თამრიკო, ახალი წელი გვიახლოვდება, რა რჩევა შეგიძლიათ მოგვცეთ საახალწლო კულინარიაში?
- ვინც მარხვით ხვდება შობას და საცივის გემო უნდა იგრძნოს, სამარხვო საცივს ვასწავლი. მოთუშავთ ხახვს ზეთში, დააბლენდერებთ, ერთ ჭიქა გატარებულ ნიგოზს დაასხამთ 2 ლიტრ წყალს და დადგამთ ცეცხლზე, დაუმატებთ ნიორს, დაბლენდერებულ მოხრაკულ ხახვს, ყვითელ ყვავილს, უცხო სუნელს და ხმელ ქინძს. შეგვიძლია ერთი კონა ქინძი ჩავახარშოთ, რომ გემო მისცეს და მერე ამოვიღოთ. ძმარს და ლიმონს მე საცივში არ ვასხამ. ესეც ექიმების რჩევაა. ნიგოზი და ძმარი ერთმანეთთან ისეთ რეაქციაში შედის, რომელიც დამღუპველია კუჭ-ნაწლავისთვის. თან უძმროდ მომზადებული კერძი უფრო ადვილად ინახება. განაგრძეთ კითხვა