ხსნადი თუ ნალექიანი ყავა - რომელია მავნე ჯანმრთელობისთვის?
ყავა მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და ბევრისთვის საყვარელი სასმელია. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ე.წ. სხნადი ყავა. თუმცა ისმის შეკითხვა: რამდენად შეიძლება ასეთ ყავას ნატურალური ვუწოდოთ და რითი განსხვავდება იგი მარცვლოვანი, ნამდვილი ყავისგან?
პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ მოხალული ყავის მარცვლები საკმაოდ სასარგებლოა. იგი შეიცავს ისეთ ვიტამინებს, როგორიცაა B და PP, და მიკროელემენტებს - კალციუმს, კალიუმსა და რკინას. ნატურალურ ყავაში შედის ასევე სეროტონინი, რის გამოც ეს სასმელი მშვენიერი ანტიდეპრესანტია. გაიხსნეთ, რა სასიამოვნო სურნელი ასდის ახლად მოხალულ ყავის მარცვლებს - სწორედ ეს არის სეროტონინი. ყავის დილით დალევის ტრადიციაც აქედან მომდინარეობს: ეს ნატურალური სასმელი გვეხმარება დღე პოზიტიური განწყობით დავიწყოთ.
ახლა კი ვნახოთ რას წარმოადგენს ხსნადი ყავა. ეს არის ფხვნილი ან გრანულები, რომლებიც მიიღება ნატურალური ყავის კონცენტრირებული ექსტრაქტისგან. იგი პირველად 1901 წელს გამოჩნდა, როცა იაპონური წარმოშობის, ჩიკაგოელმა მეცნიერმა სატორი კატომ მიიღო ფხვნილი მაგარი ყავის სასმელისგან. 5 წლის შემდეგ ინგლისელმა მეცნიერმა, ჯორჯ კონსტანტ ვაშინგტონმა შექმნა ტექნოლოგია სხნადი ყავის წარმოებისთვის და პირველად გამოუშვა სასმელი, სახელწოდებით Red E Coffee. მაგრამ პოპულარობა სხნად ყავას მოუტანა შვეიცარულმა სავაჭრო ნიშანმა, Nestle-მ, რომელმაც 1938 წელს ბრაზილიის ხელისუფლებასთან ერთად, დაიწყო ყავის ამ ახალი ტექნოლოგიის ათვისება. განაგრძეთ კითხვა