ენდრო - Gemrielia.ge

ენდრო

საგულისხმოა, რომ ამ მცენარეს გარდა ხასხასა, წითელი ფერისა ძალიან სასარგებლო თვისებებიც გააჩნია. ენდრო მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, მიეკუთვნება  Rubiceae-ს ოჯახს. მის სამშობლოდ ითვლება ხმელთაშუაზღვისპირეთი, გავრცელებულია სამხრეთ-დასავლეთსა და ცენტრალურ ევროპაში. მცენარის ნედლეულს წარმოადგენს ფესვები. მათ აგროვებენ და აშრობენ.

ენდროს გააჩნია სპაზმოლიზური და შარდმდენი მოქმედება, გამოიყენება თირკმლისა და შარდ-კენჭოვანი დაავადებების დროს.

ენდროს იყენებენ ქსოვილების შესაღებად.