უნიკალური პროდუქტი, რომელიც 54 დაავადებას კურნავს - Gemrielia.ge

უნიკალური პროდუქტი, რომელიც 54 დაავადებას კურნავს

ფუტკრის რძეში ანტიბიოტიკ-ჰერმიციდინის შემცველობის გამო მიკროორგანიზმები არ ვითარდება. რთული ქიმიური შედგენილობის გამო ის მეფუტკრეობის პროდუქტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ძვირფასი პროდუქტია. შეიცავს 110 სხვადასხვა დასახელების ნაერთს. ორიგინალურ კომპონენტთა შემცველობის წყალობით წარმოადგენს ძლიერ ბიომასტიმულირებელ, მატონიზებელ და ზოგადგამაჯანსაღებელ სითხეს.

ფუტკრის რძე ახდენს მასტიმულირებელ მოქმედებას უმაღლეს ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს მეხსიერებას და მხედველობას, ამცირებს შაქრის შემცველობას სისხლში დიაბეტით დაავადებულებში. იგი წარმატებით გამოიყენება 54 დაავადების მკურნალობისას. მათ შორისაა ბრონქიალური ასთმა, ქრონიკული ყაბზობა, ნევროზები, ღვიძლის დაავადებები, კლიმაქსური დარღვევები, უმადობა და სხვ.

ფუტკრის რძის მიღების წინა პირობაა ფუტკრის

 

 

ოჯახის მიერ დედის გამოყვანა. ოჯახის დაობლების შემდეგ სამუშე ლავრა (ჭუპრი) უნდა გარდაიქმნას სადედე ლავრად. ამ შემთხვევაში სამუშე ლავრიან უჯრას ფუტკრები რძით გაავსებენ და ეს საკვები ხდება მიზეზი იმისა, რომ მუშა ფუტკრის მაგივრად (ცოცხლობს 3-5 თვე) მიიღება დედა ფუტკარი. (ცოცხლობს 5-7 წელი). სწორედ ამ უჯრედებიდან, დედა ფუტკრის გამოჩეკვამდე, ხდება ფუტკრის რძის შეგროვება მეფუტკრის მიერ.

 

ფუტკრის რძის პრეპარატია აპილაკი. ნატურალური ფუტკრის რძის შესახებ ინფორმაციისთვის მიმართეთ მეფუტკრეთა ასოციაციას.

წყარო: mkurnali.ge