"ასე თითქმის აღარავინ აკეთებს საცივს... დავიწყებას მიეცა ეს რეცეპტი" - საცივის უძველესი რეცეპტი სამეგრელოდან - Gemrielia.ge

"ასე თითქმის აღარავინ აკეთებს საცივს... დავიწყებას მიეცა ეს რეცეპტი" - საცივის უძველესი რეცეპტი სამეგრელოდან

წინა საახალწლო პერიოდში დიასახლისების განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სადღესასწაულო კერძებია. ყველაზე აქტიურად კი საცივის რეცეპტებს ეხმაურებიან სოციალურ ქსელში. განსაკუთრებით ცხარე კამათი ჩაღდება საცივის ადუღება-არადუღებასთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა მეგრელმა დიასახლისმა სამეგრელოში გავრცელებული საცივის რეცეპტი გაგვანდო, რომელიც არ დუღდება.

ამჯერად ჩვენმა ერთ-ერთმა მკითხველმა, მარინა დარასელიამ მეგრული საცივის ძველი რეცეპტი გამოაქვეყნა, რომელსაც ასევე გთავაზობთ. ამჯერად საცივი დუღდება, თუმცა რაღაც ნიუანსები განსხვავებული აქვს.
" დიასახლისებო, საცივი ქართულია და ყველა კუთხე თავისებურად კმაზავს და ამზადებს. არ იჩხუბოთ და არავინ მიითვისოს ჩემია ნამდვილიო.
მეც მეგრელი ვარ და მინდა გითხრათ:
მეგრელები ძველად სამეგრელოში საცივს სულ სხვანაირად ამზადებდნენ. ახლა გააიოლეს და ბაჟეს და საცივს ვერ განასხვავებ. იმასთან არაფერი აქვს საერთო, თითქმის დავიწყებას მიეცა და კამათიც ასე იწყება ...
ძველებური მეგრული სიცივის მომზადებას ინდაურის კისრის და წინა მკერდის არედან იწყებენ--- ცხიმს მოაცილებდნენ და დებდნენ ტაფაზე, ცხიმი რომ გამოუვიდოდა, წვრილად დაჭრილ ხახვს ამ ცხიმში შუშავენ ოქროსფრამდე , შემდეგ ამატებენ წინასწარ ნიგვზიდან გამოხდილ ზეთს ბლომად, მოურევენ და აციებენ. ზეთიდან ცოტას ტოვებდნენ სუფრაზე გატანის წინ მოსასხმელად.
 

ნიგვზის ზეთის გამოსაყვანად საჭიროა:

  • 3 -4 კბილი დანაყილი ნიორი
  • 1 სუფრის კოვზი უცხო სუნელი,
  • 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
  • ½ ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი
  • 1 სუფრის კოვზი წითელი წიწაკა (გემოვნებით)

განაგრძეთ კითხვა