10 გზა, თუ როგორ გავწმინდოთ სხვადასხვა ნივთი ლიმონის საშუალებით - Gemrielia.ge

10 გზა, თუ როგორ გავწმინდოთ სხვადასხვა ნივთი ლიმონის საშუალებით

10 გზა, თუ როგორ გავწმინდოთ სხვადასხვა ნივთი ლიმონის საშუალებით:

1. მიკროტალღურ ღუმელში სუნი გავაქროთ
ჩავასხათ წყალი და ჩავდოთ ნახევარი ლიმონი სიცხისადმი მდგრად ჭურჭელში და მიკროტალღური ღუმელი 5 წუთით ჩავრთოთ.

2. მოვაშოროთ მტვერი
ერთმანეთს შევურიოთ 10 წვეთი ლიმონის ზეთი, 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი. სითხე დავასხუროთ ზედაპირზე და გავწმინდოთ მატერიით, რომელიც ბამბას არ შეიცავს.

3. თეთრეულის გასათეთრებლად
თეთრეულს რეცხვისას დავასხათ ნახევარი ჭიქა ლიმონის წვენი და თეთრეული მზეზე გავაშროთ.

4. გალაქული ხისთვის
გალაქული ხის გასაწმენდად ლიმონის წვენის რამდენიმე წვეთი უნდა დავუმატოთ ნახევარ ჭიქა თბილ წყალს. მივასხუროთ დასვრილ ზედაპირზე და გავწმინდოთ. ისეთი ზედაპირის გასაწმენდად რომელიც გალაქული არ არის, ერთმანეთს უნდა შევურიოთ ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი და რბილი ქსოვილით გავწმინდოთ.


5. აბაზანის გასაწმენდად
გაწმინდეთ აბაზანის კარი ლიმონის წვენით გაჟღენთილი ღრუბლით საპნის ლაქების მოსაშორებლად.

6. მეტალის გასაპრიალებლად
ლიმონის წვენი ბუნებრივი მათეთრებელი და ანტიბაქტერიული საშუალებაა. მოაყარეთ მარილი ნახევარ ლიმონს, გაწმინდეთ სპილენძის ან თითბრის ზედაპირი და შემდეგ წყალი გადაავლეთ.

7. საჭრელი დაფის გასაწმენდად
წაუსვით შუაზე გაჭრილი ლიმონი პლასტმასის ან ხის დაფას და შემდეგ გადაავლეთ წყალი სუნის გასაქრობად.

8. ხელიდან თევზის სუნის გასაქრობად
დაიბანეთ ხელები ლიმონის წვენით იქამდე, სანამ საპონს გამოიყენებთ.

9. საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი მოწყობილობის გასასუფთავებლად
თვეში ერთხელ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი მოწყობილობის გასასუფთავებლად მასში ლიმონის ქერქები ჩაყარეთ და მოწყობილობა აამუშავეთ.

10. ჟანგის მოსაშორებლად
ჟანგის მოსაშორებელი საშუალების დასამზადებლად ორ სუფრის კოვზ მარილს დაასხით ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი.

 

წყარო: allnews.ge