ნაბეღლავისა და წყაროს წყალი ბახმაროს მწარმოებელმა კომპანია „წყალი მარგებელმა“ ლიმონათის წარმოება დაიწყო.
ქართული ბრენდი „ჯეო ნატურა“ ექვსი სახეობის გემოს აერთიანებს. მსხალი, ტარხუნა, ნაღები, ფეიხოა და საფერავი დამზადებულია ბუნებრივი არომატებით, რომელიც ქართული, ტრადიციული ლიმონათის გემოთი ხასიათდება.
საინტერესო დიზაინი და ქართული გემო თითოეულ დღეს განსაკუთრებულ ელფერს შესძენს, ხოლო სადღესასწაულო სუფრას მრავალფეროვანს გახდის.
მომხმარებელს უკვე შეუძლია ლიმონათის სხვადასხვა ზომის შეფუთვის, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში შეძენა.
საზოგადოება უკვე კარგად იცნობს „ჯეო ნატურას“ არაგაზირებულ, ნატურალურ მინერალურ წყალსა და საბავშვო წყალს ბასტისა და ბუბუს გმირების გამოსახულებით. ბრენდი მომხმარებელს მომავალში მრავალ სიურპრიზს ჰპირდება.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს სოფელ ნაბეღლავში კომპანია “წყალი მარგებლის” უდიდესი, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა გაიხსნა და შესაბამისად ახალი ლიმონათი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. კომპანიის პრიორიტეტს ეროვნული, ხარისხიანი პროდუქციის შექმნა წარმოადგენს.