„Gault & Millau" ბილტმორში გალა ვახშამსა და დაჯილდოებას გამართავს
21 დეკემბერს 19:00 საათზე გო’ ე მიოს გრანდიოზული გალა ვახშამია დაგეგმილი სასტუმრო ბილტმორში, სადაც გამოვლინდება, როგორც წლის საუკეთესო რესტორანი, ასევე წლის საუკეთესო შეფ მზარეული და კიდევ უამრავ საინტერესო ნომინაციაში წარდგენილი საუკეთესო ნომინანტები.
გო’ ე მიოს ორგანიზებულ გალა ვახშმებს და წლის შემაჯამებელ ღონისძიებებს ესწრებიან ცნობილი ჟურნალისტები, ეცნობიან შეფებს და ქართულ პროდუქციას, იმისთვის, რომ უკეთ შეიგრძნონ ქართული სამზარეულოს ინდივიდუალიზმი და მოუყვნენ მკითხველებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
Gault & Millau (გო’ ე მიო) მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ბრენდია, რომელიც უკვე მეორე წელია ქართულ ბაზარზეა და ანონიმურად ამოწმებს რესტორნების კერძებისა და მომსახურების ხარისხს. მსოფლიოს ყველა რესტორანი ოცნებობს, რომ მისი სახელი გო’ ე მიოს ყვითელი გზამკვლევის ფურცლებზე მოხვდეს. თითოეულ რესტორანს ენიჭება შესაბამისი ქულა, რომელიც გამოხატულია ქუდების რაოდენობით. Gault & Millau-ს შეფასება სტანდარტიზებულია და ყველა ქვეყანაში ის საერთო კრიტერიუმებით ფასდება, რაც მიანიშნებს, რომ ყვითელი გზამკვლევი თითოეულ მასპინძელ ქვეყანაში ხარისხის საერთო ნიშანს ქმნის.
წლების მანძილზე გო’ ე მიო-მ სახელი გაითქვა კულინარიაში სიახლეების დანერგვის წახალისებით, ამის ნათელი მაგალითია 1979 წელს ჰენრი გო და ქრისტიან მიოს მიერ წარმოდგენილი ე.წ. „Nouvelle Cuisine” - ახალი სამზარეულო.
გო’ ე მიოს ორგანიზებულ გალა ვახშმებს და წლის შემაჯამებელ ღონისძიებებს ესწრებიან ცნობილი ჟურნალისტები, ბლოგერები და ამ სფეროში მოღვაწე პირები, რომლებიც უკეთ ეცნობიან შეფებს და ქართულ პროდუქციას, იმისთვის, რომ უკეთ შეიგრძნონ ქართული სამზარეულოს ინდივიდუალიზმი და მოუყვნენ მკითხველებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.