პროდუქტების 5 ძალიან უცნაური გასტრონომიული შეთავსება ნამდვილი გურმანებისთვის - Gemrielia.ge

პროდუქტების 5 ძალიან უცნაური გასტრონომიული შეთავსება ნამდვილი გურმანებისთვის

ადრე , მჟავე კიტრი თაფლით, ან კარამელიზებული ხახვი, მხოლოდ ორსული ქალის ახირებად ითვლებოდა. ახლა კი, ყველა ქვეყნის შეფ-მზარეულები ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, თუ ვინ შეძლებს პროდუქტების ყველაზე „ველური მიქსის“ შედგენას.

ჩვენ შევარჩიეთ ხუთი უცნაური გასტრონომიული შეთავსება, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ.
 

1. ნესვი + შაშხი

 

 

იტალიელებს ეს კომბინაცია სულაც არ ჰგონიათ უცნაური. მათთვის ნესვი ნედლადშებოლილი შაშხით ან ბეკონით ერთ-ერთი ნაციონალური კერძია, რომელსაც სადღესასწაულო სუფრაზე დებენ. ის შესანიშნავი აპეტაიზერია, აძლიერებს მადას, სანამ მთავარ კერძს მიირთმევთ.
მთავარია, შაშხი ან ბეკონი ძალიან თხლად იყოს დაჭრილი. გირჩევთ,აუცილებლად დააგემოვნოთ ეს კომბინაცია.

 

2. წითელი ხიზილალა და თეთრი შოკოლადი

 

ბრიტანელი მზარეულები დიდხანს ცდილობდნენ გაერკვიათ, თუ რომელი პროდუქტის გემოს გამდიდრება შეიძლება თეთრი შოკოლადით. ისინი გვირჩევენ, თეთრი შოკოლადის ფილაზე წითელი ხიზილალა მოვათავსოთ. მათი აზრით, მარილიანი ნოტი სიტკბოს შეარბილებს ახალ გასტრონომიულ შეგრძნებებს გპირდებათ.
საახალწლო სუფრისთვის, სასურველი წონით, წითელი ხიზილალის შეძენა ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად „ნიკორას“ მაღაზიებში შეგიძლიათ.
 

3. მოცარელა + ანანასი

 

თუ პიცა „ჰავაი“ გაგისინჯავთ, ეს კომბინაცია თქვენთვის არ იქნება უცხო. შეგიძლიათ მოამზადოთ კანაპეები. ააცვით ხის ჩხირზე ანანასის კუბიკები და მოცარელას ბურთულები. კანაპეებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ საქართველოში წარმოებული „დღის პროდუქტის“ მოცარელა.
 

 

4. სოსისი და კენკრის სოუსი

ეს შეთავსება მოვიდა ჩრდილოეთის ქვეყნებიდან. მაგალითად, ტრადიციული შვედური კერძია - სოსისი კენკრის ტკბილ სოუსებთან. (შეგიძლიათ სცადოთ ჯემი ან მურაბა).

გირჩევთ შეწვათ „ნიკორას“ ნახევრად შებოლილი „ექსტრა“, რომლის შემადგენლობაშიც შედის: საქონლის ხორცი, ღორის ქონი, მარილი, ცხოველური ცილა, შერეული სანელებლები. 

 

 

5. ქათამი თაფლით

 

 

თაფლის სოუსში გამომცხვარ ქათამს საოცრად პიკანტური გემო აქვს. ეს შეთავსება ძალიან პოპულარულია ტაილანდში. ხორცი ძალიან რბილი გამოდის, გემო კი უბრალოდ ღვთაებრივი.