ქოლესტერინისა და მაღალი წნევის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალება - Gemrielia.ge

ქოლესტერინისა და მაღალი წნევის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალება

ეს საშუალება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ და იმუნიტეტის ასამაღლებლადაც შეიძლება გამოიყენოთ. ამ ინგრედიენტების ერთობლიობა მძლავრი მოქმედებით ხასიათდება და მისით მრავალი პრობლემის მოგვარება შეგიძლიათ. ის ეფექტურია ქოლესტერინის დონისა და არტერიული წნევის მოსაწესრიგებლად:

1 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი, 1ს/კ ლიმონის წვენი, 1 გახეხილი კოჭა, 1 ს/კ ვაშლის ძმარი, 1 ჩ/კ თაფლი კარგად აურიეთ და შეინახეთ მაცივარში არა უმეტეს 5 დღისა. მიიღეთ ეს ნარევი საუზმისა და ვახშმის წინ, დღეში 2-ჯერ.

 

კბილის ნადებსა და ქვას სახლის პირობებშიც მოიშორებთ
 
კბილის ქვა გავრცელებული პრობლემაა და თანამედროვე სტომატოლოგია მის მოსაშორებლად უამრავ საშუალებას გვთავაზობს. თუმცა, არსებობს ეფექტური და თანაც ბევრად უფრო იაფი მეთოდი:
 
მოიმარჯვეთ 40 გრ კაკლის ნატეხი და 1 ჩაის ჭიქა წყალი. კა­კლის ნატეხი ადუღეთ წყალში 20 წუთის განმავლობაში, გააციეთ და გადაწურეთ. კბილის ჯაგრისი მოათავსეთ ამ ხსნარში 10 წუთის განმავლობაში და გულდასმით გაიხეხეთ კბილები. ეს პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ დღეში 3-ჯერ, მანამდე, ვიდრე კბილის ქვა სრულად არ გაქრება. კაკლის ნატეხი ძლიერი ანტიბაქტერიული საშუალებაა, რომელიც მინანქრის ზედაპირს ასუფთავებს უსიამოვნო ნადებისგან. ეს პროცედურა სასარგებლოა მათთვისაც, ვისაც სი­სხლმდენი ღრძილები აქვს.
 
სახსრების ტკივილისგან იასამანი გიხსნით

მოვა გაზაფხული და იასამანიც აყვავდება. არ მეგულება ადამიანი, ამ მცენარის საუცხოო სურნელი არ სიამოვნებდეს.

ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ იასამნის სურნელება დადებითად მოქმედებდა ნერვულ სისტემაზე და მას ძლიერ ამშვიდებდა, მაგრამ სახსრების ტკივილის დაამებაც თუ შეეძლო, ეს მას შემდეგ გავიგე, რაც ტკივილებისგან შეწუხებულს, მეგობარმა იასამნის ნაყენის გამოყენება შემომთავაზა.

დიდი სიამოვნებით მივიღე ეს წინადადება და წამალიც მალევე მოვამზადე, შედეგი გამაოგნებელი აღმოჩნდა:
 

ნაყენის დასამზადებლად მოაგროვეთ იასამნის ყვავილები 20 გრამის ოდენობით და გააშრეთ ჩრდილში, შემდეგ დაასხით 40-გრადუსიანი სპირტი თანაფარდობით 1:10 და 8-10 დღის განმავლობაში შემოდგით ბნელ ადგილას თავდახურულ ჭურჭელში. 10 დღის შემდეგ ნაყენი მზად არის. ის უნდა მიიღოთ 30 წვეთის ოდენობით, დღეში 2-3-ჯერ. პარალელურად ამ ნაყენით დღეში ერთხელ უნდა დაიზილოთ მტკივნეული და მარილოვანწანაზარდებიანი ადგილები.


ნაყენით გამოწვეული დადებითი ეფექტი 1-2 კვირაში ჩნდება. გამოსცადეთ, არ ინანებთ! იხილეთ სტატია ვრცლად