5 სალათი,რომლითაც საახალწლო სუფრა შეგიძლიათ გაალამაზოთ - Gemrielia.ge

5 სალათი,რომლითაც საახალწლო სუფრა შეგიძლიათ გაალამაზოთ

სალათა ცეზარი ანჩოუსის სოუსით

 

ინგრედიენტები


200 გ ქათმის ფილე

1 კონა სალათის ფურცელი

2 ნაჭერი თეთრი პური

2 კბილი ნიორი

1 ცალი ლიმონი

2 ცალი პამიდორი

1 ს.კ. გამშრალი ბაზილიკი

3 ცალი მოხარშული კვერცხი

150 გ გახეხილი  პარმეზანი

2 ს.კ. ცივი გამოხდის ზეითუნის ზეთი

1 ჩ.კ. დიჟონის მდოგვი

3 ცალი ანჩოუსი

2 ს.კ. მაიონეზი სლობოდა ომეგა 3.6.9 ან `ცეზარის~ სოუსი

2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი კრუტონების მოსამზადებლად

მარილი


მომზადება


ქათმის ხორცი გრილზე შევწვათ და თხელ ნაჭრებად დავჭრათ. პური ლუკმებად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, ზედ დავყაროთ ბაზილიკი, დაჭყლეტილი ნორი და მოვურიოთ. დავუმატოთ პურის ლუკმები და დავბრაწოთ. მაიონეზი, ანჩოუსები, ზეითუნის ზეთი და მდოგვი ბლენდერით ავთქვიფოთ.

სალათის ფოთლები ხელით დავაქუცმაცოთ. სასალათეს ან ლანგარს წავუსვათ ლიმონის წვენი და ცოტა მარილი მოვაყაროთ. ზედ ფენა-ფენა დავაწყოთ სალათის ფოთლები, ქათის ხორცი, დაჭრილი პამიდორი, მოხარშული კვერცხი, გახეხილი ყველი და შებრაწული პურის კრუტონები. აქა-იქა მოვასხათ მომზადებული სოუსი და სურვილისამებრ მოვაწუროთ ლიმონი. ბოლოს მოვახეხოთ ყველი და მომზადებისთანავე მივიტანოთ სუფრაზე.

კარტოფილის სალათა პიკანტური სოუსით

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები


800 გ მოხარშული კარტოფილი

2 ს.კ.  ვაშლის ძმარი

2 ჭიქა მაიონეზი სლობოდა ომეგა 3.6.9

1 ს.კ. დაკეპილი მწვანე ხახვი

1 ღერი დაკეპილი ნიახური

1 ს.კ. დიჟონის მდოგვი

მწიკვი შაქარი

მარილი

პილპილი


მომზადება


კარტოფილი გავფცქვნათ და დავჭრათ, დავუმატოთ დაკეპილი მწვანე ხახვი და ნიახური. მაიონეზში ავურიოთ მარილი, პილპილი, მდოგვი, შაქარი და მოვასხათ სალათასს

 

კრევეტების სალათა

 

 

ინგრედიენტები


1/4 ჭიქა მაიონეზი “სლობოდა არაჟნით”

2 ს.კ. დაბალცხიმიანი არაჟანი

2 ჩ.კ. დიჟონის მდოგვი

1 ს.კ. დაკეპილი კამა

400 გ მოხარშული კრევეტები

2-3 ღერი მწვანე ხახვი

4 ცალი სალათის ფოთოლი

ლიმონის ნაჭრები

მარილი

პილპილი


მომზადება


მაიონეზი, არაჟანი, მარილი, პილპილი და მდოგვი ავურიოთ.  კრევეტებს დავუმატოთ კამა, დაჭრილი მწვანე ხახვი და შევურიოთ სოუსი. თეფშზე დავაწყოთ სალათის ფოთლები და ზედ მოვათავსოთ სალათა. გავაფორმოთ ლიმონის ნაჭრებით.

 

მაკარონის სალათა მაიონეზისა და ნაღების სოუსით

ინგრედიენტები:

300 გ მოხარშული მაკარონი (მცირე ზომის)

1 კონა ოხრახუში

1-2 ს.კ. ნაღები

1 ჩ.კ. ლიმონის წვენი

4-5 ს.კ. მაიონეზი სლობოდა ომეგა 3.6.9

1 ჩ.კ. ზეთი

2 კბილი ნიორი

მარილი

პილპილი


მომზადება

პასტა მოვხარშოთ შეფუთვაზე მოცემული წესის მიხედვით, გადავწუროთ, ზეთი ავურიოთ და გავაცივოთ.  ოხრახუში წვრილად დავჭრათ. ნიორი დავნაყოთ. მაიონეზში ავურიოთ დაჭრილი მწვანილი, ნიორი, მარილი, პილპილი, ლიმონის წვენი და ყველა ინგრედიენტი ერთად ავურიოთ.

 

 

სალათა ოლივიე

ინგრედიენტები

5 ცალი მოხარშული კარტოფილი

4 დიდი კვერცხი

4 ცალი მჟავე კიტრი

1 ქილა დაკონსერვებული ბარდა

200 გ მაიონეზი სლობოდა “ოლივკოვი”

3 ცალი სტაფილო

2-3 ცალი მწვანე ხახვი

ოხრახუში

ცოტა კამა

მარილი

მომზადება:

წვრილად დავჭრათ მოხარშული კარტოფილი, კვერცხი და სტაფილო. თასში

მოვათავსოთ ბარდა, დავუმატოთ დაჭრილი მწვანე ხახვი, ოხრახუში, კამა, მჟავე კიტრი და მოხარშული ინგრედიენტები. მოვასხათ  მაიონეზი და მარილი გემოვნებით მოვურთოთ. კარგად ამოვურიოთ.