5 სალათის იდეა სადღესასწაულო სუფრისთვის - Gemrielia.ge

5 სალათის იდეა სადღესასწაულო სუფრისთვის

ქათმის სალათა

 

ინგრედიენტები:


500 გ ქათმის ფილე
1 წითელი ბულგარული წიწაკა
1 მწვანე ბულგარული წიწაკა
1 პატარა თავი ხახვი
200 გ მაიონეზი სლობოდა “პროვანსალი”
ოხრახუში
მარილი
პილპილი
მომზადება
მოვხარშოთ ქათმის ფილე მარილწყალში და გავაცივოთ. წვრილად დავჭრათ ბულგარული წიწაკები, ოხრახუში და ხახვი.
სასურველი ზომის ნაჭრებად დავჭრათ ქათმის ფილე და შევურიოთ ბოსტნეულს. შევაზავოთ მარილით და პილპილით, ბოლოს შევურიოთ არაჟანი.

 

 

ქათმისა და ყურძნის სალათა ვაშლით

 

 

ინგრედიენტები:

1/4 ჭიქა უცხიმო იოგურტი
2 ს.კ. მაიონეზი სლობოდა ომეგა 3.6.9
1 ჩ.კ. ცივი გამოხდის ზეითუნის ზეთი
0,5 ჩ.კ. ხმელი ბაზილიკი
1 ნაჭერი მოხარშული ქათმის ფილე
3 ს.კ. მოხალული ნიგოზი
0,5 ჭიქა ყურძნის მარცვლები
1 კონა სალათის ფოთლები
1 ცალი პამიდორი
1 ცალი კიტრი
მარილი
პილპილი

მომზადება

მაიონეზი, იოგურტი, ზეთი და სანელებლები ავურიოთ. კიტრი, პამიდორი და ქათმის ფილე პატარა კუბებად დავჭრათ, ყურძნის მარცვლები შუაზე გავჭრათ. დაჭრილ ინგრედიენტებს ავურიოთ სოუსი. სალათის ფოთლები დავჭრათ და ზედ დავაწყოთ მომზადებული სალათა.

 

ბარდისა და სოკოს სამარხვო სალათა

 

ინგრედიენტები

2 ცალი მოხარშული კარტოფილი
300 გ  მოხარშული მწვანე ბარდა
300 გ ქამა სოკო
150 გ კიტრის მწნილი
1 კონა კამა
2-3 ს.კ. მაიონეზი სლობოდა “სამარხვო”
მარილი
პილპილი
1-2 ს.კ. ზეთი

მომზადება

სოკო წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვშუშოთ, დავუმატოთ დაჭრილი მოხარშული კარტოფილი, კიტრის მწნილი, გადაწურული მწვანე ბარდა, დაკეპილი კამა, მაიონეზი, მარილი და პილპილი.

 

 

ქაშაყის სადღესასწაულო სალათა

 

 

ინგრედიენტები

2 ცალი კანგაცლილი ქაშაყის ფილე
2 ცალი მოზრდილი მოხარშული სტაფილო
2 ცალი მოხარშული ჭარხალი
2 ცალი მოხარშული კარტოფილი
4 ს.კ. დაჭრილი კიტრის მწნილი
4 ცალი მოხარშული კვერცხი
1 კონა ოხრახუში
1 ჩ.კ. პირშუშხა
250 მლ მაიონეზი სლობოდა ომეგა 3.6.9
3-4 ს.კ. არაჟანი
მარილი
პილპილი

მომზადება

ქაშაყის ფილე პატარა კუბებად დავჭრათ. მოხარშული ბოსტნეული და კვერცხი მსხვილად გავხეხოთ და სხვადასხვა ჭურჭელში მოვათავსოთ. მაიონეზში ავურიოთ მარილი, პილპილი, არაჟანი და პირშუშხა. თეფშზე ან ლანგარზე სპეციალურ ფორმაში ფენა-ფენა მოვათავსოთ თევზის ნაჭრები, სტაფილო, კარტოფილი, კიტრის მწნილი, ჭარხალი და ბოლოს – მოხარშული კვერცხი. თითოეულ ფენას წავუსვათ სოუსი და მოვაყაროთ მწვანილი. სალათა 1-2 საათით მაცივარში შევინახოთ და შემდეგ მივირთვათ.

ვალდორფის სალათა მაიონეზისა და იოგურტის სოუსით

 


ინგრედიენტები:
3 ს.კ. მაიონეზი “სლობოდა არაჟნით”
3 ს.კ. იოგურტი
1 ს.კ. ლიმონის წვენი
0,5 ჩ.კ. მარილი
შავი პილპილი
2 ცალი, კანიანად დაჭრილი წითელი ვაშლი
1 ჭიქა შუა-შუა გაჭრილი ყურძნის მარცვლები
1 ჭიქა წვრილად დაჭრილი ნიახურის ძირი
1 ჭიქა დაჭრილი ნიგოზი
სალათის ფოთლები

მომზადება
თასში ავურიოთ ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი, მაიონეზი, იოგურტი და დანარჩენი ინგრედიენტები.