#CHEFმარკეტერის მორიგი „გემრიელი“ საღამო და კულინარიული შეჯიბრი “სითი რუფ ტერასა”-ში - Gemrielia.ge

#CHEFმარკეტერის მორიგი „გემრიელი“ საღამო და კულინარიული შეჯიბრი “სითი რუფ ტერასა”-ში

#CHEFმარ­კე­ტე­რი­სა და “გემ­რი­ე­ლი­ას” ერ­თობ­ლი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბა და კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შე­ჯიბ­რე­ბა ამ­ჯე­რად “სითი რუფ ტე­რა­სა”-ში, მყუდ­რო და სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო­ში მო­ე­წყო.

მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ჟი­უ­რის წი­ნა­შე წა­რად­გი­ნეს თა­ვი­სი მომ­ზა­დე­ბუ­ლი უგემ­რი­ე­ლე­სი სა­გა­ზა­ფხუ­ლო რო­ლე­ბი ბოსტნე­უ­ლი­თა და კრე­ვე­ტე­ბით და მათ ორი­გი­ნა­ლუ­რი სა­ხე­ლე­ბიც შე­ურ­ჩი­ეს. დე­კემ­ბრის თვის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ექ­ვსი მო­ნა­წი­ლე სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ას წარ­მო­ად­გენ­და: ნანა ფა­ჩუ­აშ­ვი­ლი “ლა­ი­მა ლუქ­სის” არტ-დი­რექ­ტო­რი, გი­ორ­გი ბე­ნაშ­ვი­ლი სა­და­ზღვვო “ალ­ფას” წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ლიკა ჯა­ვა­ხა­ძე “რო­ნი­კოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი”, თა­მუ­ნა როს­ტი­აშ­ვი­ლი “ალტა-ოქე­ის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, სოფო ვა­ჭა­რა­ძე მიკ­რო-სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია “კრის­ტა­ლის” წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და რეს­ტო­რან “მე­ა­მას” მმარ­თვე­ლი დი­რექ­ტო­რი ირაკ­ლი კა­ხი­ძე. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი თა­მუ­ნა როს­ტი­აშ­ვი­ლი გახ­და, ჟი­უ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სწო­რედ მან და­ამ­ზა­და სა­უ­კე­თე­სო როლი. გა­მარ­ჯვე­ბულს პა­ლიტ­რა L- ის­გან ბურ­გე­რე­ბის წიგ­ნი გა­და­ე­ცა სა­ჩუქ­რად. თუმ­ცა უსა­ჩუქ­როდ არც სხვა მო­ნა­წი­ლე­ე­ბი დარ­ჩე­ნი­ლან, მათ პა­ლიტ­რა L- მა კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი წიგ­ნე­ბი ია­პო­ნუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს შე­სა­ხებ გა­დას­ცა.

თა­მუ­ნა როს­ტი­აშ­ვი­ლი, “ალტა-ოქე­ის” წარ­მო­მად­გე­ნე­ლი:

 

ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი, რომ გა­ვი­მარ­ჯვებ­დი და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ჟი­უ­რის სწო­რედ ჩემი მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძი მო­ე­წო­ნა ყვე­ლა­ზე მე­ტად. სა­გა­ზა­ფხუ­ლო როლი არას­დროს გა­მი­კე­თე­ბია. ზო­გა­დად სა­მუ­შაო რე­ჟი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ყოფ­ნას იშ­ვი­ა­თად ვა­ხერ­ხებ, შე­სა­ბა­მი­სად კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მაკ­ლია. თუმ­ცა ეს სფე­რო ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს და ხში­რად ვეც­ნო­ბი კუ­ლი­ნა­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ლი­ტე­რა­ტუ­რას. სახ­ლში წიგ­ნე­ბის კო­ლექ­ცი­აც კი მაქვს, მათ შო­რის არის პა­ლიტ­რა L-ის გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბიც, თუმ­ცა არ მქონ­და წიგ­ნი ბურ­გე­რებ­ზე, რო­მე­ლიც დღეს გად­მო­მე­ცა სა­ჩუქ­რად. “შეფ-მარ­კე­ტე­რი­სა” და “გემ­რი­ე­ლი­ას” ივენ­თი ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, კერ­ძის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან აზარ­ტუ­ლი იყო. რა თქმა უნდა, ყვე­ლა კონ­კურ­სანტს გა­მარ­ჯვე­ბა სურს, მაგ­რამ მთა­ვა­რი მა­ინც ის არის, რომ გინ­და გემ­რი­ე­ლი კერ­ძი გა­მო­გი­ვი­დეს, რო­მე­ლიც გა­მოც­დილ ჟი­უ­რის მო­ე­წო­ნე­ბა.

 

 

გი­ორ­გი ჭავ­ჭა­ნი­ძე, კუ­ლი­ნა­რი, რეს­ტო­რა­ტო­რი:

ჟი­უ­რი­ში პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი და ეს პრო­ცე­სი ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. მი­ხა­რია, რომ დღეს­დღე­ო­ბით კუ­ლი­ნა­რი­ას დიდი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბა, იგი მხო­ლოდ გა­მოკ­ვე­ბას­თან აღარ ასო­ცირ­დე­ბა და ნელ-ნელა კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ნა­წი­ლე­ებს, ყვე­ლა ზედ­მი­წევ­ნით ას­რუ­ლებ­და და­კის­რე­ბულ და­ვა­ლე­ბას. სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ძა­ლი­ან ორი­გი­ნა­ლუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბა მო­უ­ფიქ­რა თა­ვის კერძს – „გემ­რი­ე­ლად და­ზღვე­უ­ლი“. ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რეც მეტ-ნაკ­ლე­ბად ყვე­ლა­სი მო­მე­წო­ნა. თუმ­ცა ვი­ზუ­ალს გემო უნდა გა­ვუ­თა­ნაბ­რო, კერ­ძი რაც უნდა მიმ­ზიდ­ვე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს და ტექ­ნი­კუ­რად დახ­ვე­წი­ლი იყოს, თუ გემ­რი­ე­ლი არ არის ფასი ეკარ­გე­ბა. ვფიქ­რობ, გა­მარ­ჯვე­ბულ­მა თა­მუ­ნა როს­ტი­აშ­ვილ­მა ამ ყვე­ლაფ­რის შე­ხა­მე­ბა ყვე­ლა­ზე კარ­გად მო­ა­ხერ­ხა.