ყველას საყვარელი საახალწლო ნუგბარი–"გოზინაყი"
დაფიქრებულხართ რა ხიბლი ექნებოდა ახალ წელს გოზინაყის გარეშე?
ეს უძველესი ქართული ტრადიციაა და ჩვენდა სასიამოვნოდ დღემდე შენარჩუნებულია.ყველა დიასახლისი ცდილობს ახალ წელს თავი მოიწონოს თავისი ნახელავით.ზოგს ძალიან კარგი გამოსდის, ზოგს კი არა და ვერც კი ხვდება რატომ.ეს ძალიან სათუთად გასაკეთებელი ნუგბარია და ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, რომ კარგი გოზინაყი გამოგივიდეთ.დღესდღეობით გოზინაყის უამრავ რეცეპტს ვკითხულობთ, მე კი ჩემებურ ვერსიას შემოგთავაზებთ, რომელიც ჯერ კიდევ ბებიამ იცოდა და მერე დედა აკეთებდა - მეც შევისწავლე. გაგიზიარებთ ამ რეცეპტის უძველეს გამოცდილებას.რა უნდა ვიცოდეთ
ვიდრე გოზინაყის მომზადებას შევუდგებოდეთ:
1)აუცილებლად უნდა შევარჩიოთ მაღალი ხარისხის, სურნელოვანი და ნატურალური თაფლი.თუ გვინდა გოზინაყი თეთრი გამოვიდეს მაშინ ყვავილების ან აკაციის(მაისის) თაფლი უნდა შევარჩიოთ.თუ არა და მაშინ შერეული თაფლიც შეიძლება.
2)კაკალიც საგანგებოდ უნდა შევარჩიოთ.მახსოვს ბებო მეტყოდა:"ეს ბუთქუნა კაკალი გოზინაყისთვის გადავინახოთო" და
საგანგებოდ თეთრსა და დიდი ზომის კაკლებს არჩევდა.
3)დიდი მნიშვნელობა აქვს თაფლის კარგად"მოყვანას".ამას მომზადების დროს აგიხსნით.
შევუდგეთ ახლა მის მომზადებას.თუ გვინდა დიდი რაოდენობით მოვამზადოთ(თუ არა რაოდენობას გავყოფთ შუაზე)
დაგვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები:
–1კგ.–––––––კაკალი(ნიგოზი)
–0, 5კგ.––––––თაფლი
–2–3ჩ.კ––––––შაქრისპუდრა
მ ომ ზ ა დ ე ბ ის წ ე ს ი:
1.თუჯის სქელ ტაფაზე დავყაროთ კაკალი და ძალიან ნელ ცეცხლზე მოვხალოთ ისე რომ არ გაწითლდეს(თუ გვინდა თეთრი გამოგვივიდეს გოზინაყი).შევაგრილოთ და ხელით გავაცალოთ კანები.შემდეგ ძალიან მჭრელი დანით
თხლად დავჭრათ– ლამაზად.გავანიავოთ რომ არ შეგვყვეს კაკლის ლებნების თხელი კანი რომელიც მტვერივით გადაიქცევა.
2.ახლა კი შევუდგეთ თაფლის მოყვანას:ჩავასხათ თაფლი სქელძირიან ქვაბში ძალიან დაბალ ცეცხლზე და ვურიოთ გამუდმებით ხის კოვზით.მივიყვანოთ ადუღებამდე, გადმოვდგათ და მუდმივი მორევით გავაგრილოთ.ასე
გავიმეოროთ 2ჯერ.მესამე ჯერზე გაციების დროს თაფლი დაიწყებს შესქელებას.
აიღეთ წყლიანი ჭიქა და "მოყვანილი"
თაფლის წვეთი ჩავაგდოთ შიგ, თუ წვეთი მაშინვე გამაგრდა, ე.ი. თაფლი მზადაა უკვე, თუკი წყალში არ გამაგრდა და წყალს შეუერთდა–სითხედ გადაიქცა, მაშინ უნდა განვაგრძოთ"თაფლის მოყვანა".ისევ გავაცხელოთ და გავაგრილოთ მუდმივი
მორევით, მანამ ვიდრე არ მივაღწევთ სასურველ ეფექტს.ასეთი წესით მომზადებული თაფლით თუ გავამზადებთ გოზინაყს, მერწმუნეთ არც კბილებს ეკვრის, არც თითებს და არც თეფშს. არ დაგვავიწყდეთ დავუმატოთ შაქრის პუდრა, გოზინაყი უფრო ადვილად მტვრევადი გამოდის.
3.ამის შემდეგ როცა უკვე თაფლი კარგად“მოვიყვანეთ", ჩავყაროთ გამზადებული დაჭრილი კაკალი და ხის კოვზით კარგად მოვურიოთ. განაგრძეთ კითხვა