როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი დღესასწაულების შემდეგ
ყოველდღიურად უამრავ ტოქსიკურ პროდუქტს ვიღებთ - წყალი , საკვები და ის ჰაერიც კი,რომელსაც ვსუნთქავთ, ჯანმრთელობისთვის საზიანოა. რთულია, ორგანიზმი მსგავსი მავნე ნივთიერებებისგან დაიცვა, თუმცა , ეს სულაც არ არის შეუძლებელი.
ღვიძლი - ეს არის ორგანო, რომელიც სისხლს წმენდს ტოქსინების, ნარკოტიკისა და ალკოჰოლისაგან. მასში შემავალი ვიტამინები და მინერალები უზრუნველყოფენ შაქრის ენერგიად გარდაქმნას.
დღესასწაულებზე უამრავ საკვებს ვიღებთ. ქართული სუფრა კი მოგეხსენებათ, ცნობილია ცხიმიანი და მაღალკალორიული კერძებით.
პროდუქტები, რომლებიც ღვიძლს წმენდს და იცავს
ჭარხალი და სტაფილო
სტაფილო შეიცავს გლუტათიონს - ეს არის ცილა, რომელიც ღვიძლის დეტოქსიკაციას უწყობს ხელს. ჭარხალი და სტაფილო ასტიმულირებს ღვიძლის ფუნქციებს და ეხმარება მას ფუნქციონირებაში. ეცადეთ, რომ რაც შეიძლება მეტი ჭარხლისა და სტაფილოს წვენი დალიოთ.
პომიდორი
პომიდვრის ნებისმიერი წვენი თუნდაც კეტჩუპი საკმაოდ სასარგებლოა ღვიძლისთვის. პომიდორი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლების ღვიძლის ანთების პრევენციისთვის გამოიყენება.
შეგიძლიათ მიირთვათ:
- დღეში 1 ჭიქა პომიდვრის წვენი
- დღეში 2-3 პომიდორი
გრეიფრუტი
გრეიფრუტი C ვიტამინის საბადოა, ის ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტებს. საბოლოო ჯამში, ეს ციტრუსი აჩქარებს ენზიმების გამოყოფას, რომლებიც ღვიძლის ბუნებრივი წმენდის პროცესს უზრუნველყოფენ.
ვაშლი
ვაშლი შეიცავს პექტინსა და სხვა ნივთიერებებს, რომლებიც მომნელებელი ტრაქტის მუშაობის გაუმჯობესებას უწყობენ ხელს. ასე,რომ მიიღეთ ვაშლი ნებისმიერი სახით - თუნდაც ვაშლის წვენი ან ვაშლის პიურე.