როგორი უნდა იყოს ახალი წლის სუფრა | რჩევები და რეცეპტები - Gemrielia.ge

როგორი უნდა იყოს ახალი წლის სუფრა | რჩევები და რეცეპტები

რამდენიმე დღეში ახალი წელი მოვა - დღესასწაული, რომელიც ყველა ადამიანს ერთნაირად ახარებს და დადებითი ემოციებით ავსებს. თუმცა, ამ ზღაპრული სიტყვების მიღმა, ყველამ ვიცით, რამდენი შრომა დგას. ოჯახები რამდენიმე კვირით ადრე იწყენებ საახალწლო სამზადისს: მიდიან საყიდლებზე, ყიდულობენ აქსესუარებს,პროდუქტებს... თუმცა, საბოლოოდ მაინც თონის პურის რიგში დგომა ან მოსაწყენი სუფრის გაშლა გვიწევს.

 

იმისათვის, რომ წელსაც ასე არ მოხდეს, მოგიმზადეთ რჩევები და რეცეპტები, რომლებიც აუცილებლად გაგიმარტივეთ საახალწლო სამზადისს

 

 

 

მაგიდის დეკორაცია:

სულაც არ არის აუცილებელი, მაგიდის აქსესუარები იყიდოთ, რადგან მათი დამზადება თავადაც შეგიძლიათ.

 

თუმცა, რადგანაც ახალ წელზე ვსაუბრობთ, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ქაღალდის ხელსახოცების სწორი განლაგებაა. გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ვარიანტს:

 

 

 

 

ხოლო რაც შეეხება დანა-ჩანგლისა და  კოვზების სწორ განლაგებას, გირჩევთ, ასეთი თანმიმდევრობით განალაგოთ:

 

 

 

 

რა კერძები უნდა მოამზადოთ საახალწლო სუფრისთვის?

ღორის ხორცის დადება წელს არ არის რეკომენდებული. თუმცა, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ღორს მრავალფეროვნება უყვარს,ამიტომ , შეგიძლიათ, უამრავი კერძი მოამზადოთ.

 

რისი მომზადება შეგიძლიათ?

გული არ გაიტეხოთ, თუ ღორის ხორცი ძალიან გიყვართ,არსებობს უამრავი ალტერნატივა,რომლითაც მარტივად შეძლებთ   ამ მნიშნვლოვანი პროდუქტის ჩანაცვლებას.

გირჩევთ, წელს სხვადასხვა ტიპის ხორცეული მოამზადოთ. მაგალითად თევზი, კურდღელი,ქათამი და ა.შ. ამ პროდუქტებით შეგიძლიათ მოამზადოთ სალათები ან  შეწვათ გარნირთან ერთად.

 

საცივი

 

 

ახალი წლის გაგონებისას ბევრ ადამიანს, მათ შორის მეც, საცივი ახსენდება. ეს კერძი თითქმის ყველას უყვარს, თუმცა, ალბათ, ძალიან მოსაბეძრებელია ყოველწლიური რუტინა, იგივე გემო, იგივე რეცეპტი, ამიტომ , Gemrielia.ge-ს რედაქტორი გთავაზობთ ტრადიციულ საცივს, ოდნავ განსხვავებული ინგრედიენტებით. იხილეთ ვიდეორეცეპტი 

 

 

გოზინაყი

 

 

გოზინაყი საახალწლო სუფრის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ბევრმა არ იცის, რომ გოზინაყს მხოლოდ ქართველები კი არა, სომხები, აზერბაიჯანელები და რუსებიც ამზადებენ. წესები მსგავსია, მაგრამ პატარა ცვლილებებიც კი მოქმედებს საბოლოო გემოზე.ყველა დიასახლისი ცდილობს ახალ წელს თავი მოიწონოს თავისი ნახელავით.ზოგს ძალიან კარგი გამოსდის, ზოგს კი არა და ვერც კი ხვდება რატომ.ეს ძალიან სათუთად გასაკეთებელი ნუგბარია და ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, რომ კარგი გოზინაყი გამოგივიდეთ.დღესდღეობით გოზინაყის უამრავ რეცეპტს ვკითხულობთ,  მე კი ჩემებურ ვერსიას შემოგთავაზებთ, რომელიც ჯერ კიდევ ბებიამ იცოდა და მერე დედა აკეთებდა -  მეც შევისწავლე. გაგიზიარებთ ამ რეცეპტის უძველეს გამოცდილებას. იხილეთ რეცეპტი 

 

სალათი

რაც შეეხება მსუბუქ სალათებს,გირჩევდით მოამზადოთ უგემრიელესი და ძალიან ორიგინალური სალათი "თოვლის დედოფალი". იხილეთ რეცეპტი 

Image result for салат снежная королева с крабовыми палочками