მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სამი სალათის საინტერესო ალტერნატივა საახალწლო სუფრისთვის - Gemrielia.ge

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სამი სალათის საინტერესო ალტერნატივა საახალწლო სუფრისთვის

სულ რამდენიმე დღეც და ყვითელი ღორის წელი შემოვა. ახალი წლის ღამისთვის ყველა განსაკუთრებულად ემზადება. სუფრა  ძირითადად ტრადიციული კერძებით იშლება-ხოლმე, მაგრამ ძველი და კარგად ნაცნობი კერძების ახლებური ინტერპრეტაცია ყოველთვის საინტერესოა.

 

გთავაზობთ სამი, ყველაზე პოპულარული სალათის შეცვლილ ვერსიებს.

 

ბერძნული სალათი შემწვარი მოცარელათი

 

 

საბერძნეთის ყველა ფერი თქვენს თეფშზე! თუ ბერძნული სალათი გიყვართ, ეს ვარიანტიც აუცილებლად მოგეწონებათ.

 

ინგრედიენტები:

მოცარელა 200 გრამი.

 

 

 

 

ბეგქონდარა 1 ს/კ.

წიწაკა ჩილი.

ნიორი 1 კბილი.

ზეითუნის ზეთი 1 ს/კ.

 

სალათისთვის:

 

კიტრი 1/2 ცალი.

ბულგარული წიწაკა 1 ცალი.

პომიდორი ჩერი 350 გრამი.

წითელი ხახვი 1/2 ცალი.

ზეთის ხილი 200 გრამი.

წითელი ღვინის ძმარი  2 ს/კ.

გამხმარი ორეგანო 1/2 ჩ/კ.

 

 

მომზადების წესი:

 

გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე.

მოცარელა ჩადეთ საცხობ ფორმაში, მოაყარეთ ბეგქონდარა, წიწაკა ჩილი და ნიორი.

მოასხით ზეთი და აცხვეთ 10 წუთი.

ბოსტნეული გარეცხეთ, დაჭერით და მოათავსეთ სასალათეში. შეაზავეთ, შეურიეთ შემწვარი მოცარელას ბურთები (შუაზე გაჭრილი).

 გემრიელად მიირთვით!

 

 

სალათი „ცეზარი“ შებოლილი ძეხვით

 

 

გთავაზობთ პოპულარული სალათა „ცეზარის“ განსხვავებულ ვარიანტს, შებოლილი ძეხვით.

 

ინგრედიენტები:

 

ძეხვი „ექსტრა“ 60 გრამი.

 

 

კომბოსტო „კალე“ 100 გრამი.

კვერცხი 2 ცალი.

პომიდორი „ჩერი“ 4 ცალი.

კიტრი 50 გრამი.

მაგარი ყველი 1 ს/კ.

მაიონეზი გემოვნებით.

მარილი, პილპილი გემოვნებით.

 

 

მომზადების წესი:

 

მოხარშეთ კვერცხები მაგრად.

დაჭერით კომბოსტო და კიტრი. მოათავსეთ სასალათეში და შეაზავეთ მარილით, პილპილით და მაიონეზით.

პომიდორი „ჩერი“ შუაზე გაჭერით, ძეხვი „ექსტრა“ პატარა ნაჭრებად. დაუმატეთ სალათს და აურიეთ.

მოხარშული კვერცხი ფიგურული დანით დაჭერით და შეურიეთ სალათს. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი.

 

  1. სალათი „ოლივიე“ ქათმის ძეხვით

 

 

სცადეთ „ოლივიე“ ქათმის ძეხვით.

 

ინგრედიენტები:

 

5 ც მოხარშული კარტოფილი

3 ც მოხარშული სტაფილო

1 ქილა ბარდა

3 ც მოხარშული კვერცხი

3 ც მჟავე კიტრი

ქათმის ძეხვი 300 გრამი

 

 

 

1 კონა კამა

მარილი, პილპილი

მაიონეზი გემოვნებით

 

 

მომზადების წესი:

 

კარტოფილი, სტაფილო, კვერცხი მოხარშეთ და დაჭერით პატარა კუბებად.

ჩაყარეთ სასალათეში. დაუმატეთ ბარდა, დაჭრილი მჟავე კიტრი, კუბიკებად დაჭრილი ქათმის ძეხვი და კვერცხი. მოაყარეთ მარილი, პილპილი და დაჭრილი კამა. კარგად აურიეთ.

გაუკეთეთ მაიონეზი. თეფშებზე ლამაზად მოათავსეთ.

 

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, საუკეთესო სურვილებით!