მცენარე, რომელსაც ბედნიერება მოაქვს - როგორ გავახაროთ და როგორ მოვუაროთ
ოქსალისი (მჟაველა, კისლიცა) მჟაუნასებრთა ოჯახის წარმომადგენელი ბალახოვანი მცენარეა, რომელსაც აქტიურად იყენებენ დეკორატიულ მემცენარეობაში. ევროპაში ოქსალისს „ბედნიერების სამყურასაც“ ეძახიან, ზოგან - სიყვარულის ყვავილს, და არაერთ ქვეყანაში მისი ჩუქება საახალწლო ტრადიციადაა ქცეული.არსებობს ოქსალისის როგორც ერთწლოვანი, ისე მრავალწლოვანი სახეობები, რომლებიც აქტიურად გამოიყენება როგორც ღია გრუნტში დასარგავად, ისე საოთახო მემცენარეობაში. ოქსალისს მინიატურული ზომის, სამ ან ოთხფოთოლაკიანი ფოთლები აქვს (ზოგჯერ გვხვდება 5-6, ან 9-ფოთოლაკიანი სახეობებიც), რომელიც შეიძლება იყოს მწვანე, წითელი ან იასამნისფერი, ყვავილების შეფერილობა კი სადა თეთრიდან, ყვითელ და ვარდისფერ ფერამდე მერყეობდეს.
ოქსალისს ერთი უცნაური თვისება აქვს - როცა დაღამდება ან მოიღრუბლება, ფოთლები ქოლგასავით ეკეცება, ხოლო ამინდის გამოსვლისთანავე იშლება და მზეს გაშლილ ფოთლებს აგებებს.
ევროპაში ოქსალისს „ბედნიერების სამყურას“ უწოდებენ - მიიჩნევენ, რომ ამ მცენარეს ადამიანისთვის ბედნიერების მოტანა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას წელიწადის ბოლო დღეს აჩუქებენ. ამიტომ, ბევრ ქვეყანაში ოქსალისის ჩუქება საახალწლო ტრადიციად იქცა.
განათება და ტემპერატურა
ოქსალისს კარგად განათებული ადგილი მოსწონს, თუმცა ნახევრად ჩრდილსაც მშვენივრად იტანს.
განსაკუთრებულ ზიანს ცივ ოთახში ყოფნა და ორპირი ქარი აყენებს, ამიტომ სასურველია, ოთახში ზამთარ-ზაფხულ ზომიერი სითბო (18-20 გრადუსი) იყოს. ზაფხულობით კარგი იქნება, მცენარე სუფთა ჰაერზე გაიტანოთ, ან თუ ამის საშუალება გაქვთ, შემოდგომამდე ღია გრუნტში გადაიტანოთ.
მორწყვა
ოქსალისი ზომიერად უნდა მორწყათ - ისე, რომ ქოთანში წყალი არ ჩაუდგეს.
შემოდგომაზე მორწყვა ნელ-ნელა უნდა შეუმციროთ, ზამთარში კი იმდენად მცირედი წყლით უნდა მორწყათ, რომ მიწა არა სველი, არამედ ოდნავ ტენიანი ჰქონდეს.
ნიადაგი და გადარგვა
ოქსალისი ნიადაგის მიმართ მომთხოვნი არ არის და თავს ღარიბ ნიადაგშიც კარგად გრძნობს, მაგრამ თუ ნოყიერ ნიადაგში გამოზრდით, ფოთლები გაცილებით დიდი და ხასხასა ექნება. ამიტომ კარგი იქნება, ოქსალისის ნიადაგი თანაბარი რაოდენობის კორდის მიწისგან, ნეშომპალასგან, ტორფისგან და ქვიშისგან მოამზადოთ. განაგრძეთ კითხვა