„როცა ირგვლივ ყველაფერი ძვირდება, ასეთი შანსები ყველამ უნდა გამოიყენოს“
„როცა ირგვლივ ყველაფერი ძვირდება, ასეთი შანსები ყველამ უნდა გამოიყენოს“

შუადღის შესვენებაზე , თუ დამქანცველი  დღის ბოლოს სადმე ლამაზ, მყუდრო გარემოში რომ ჩამოჯდები ახლობელ ადამიანებთან ერთად, გემრიელად მიირთმევ და სასიამოვნო ემოციებით აივსები, ცხოვრებაც უფრო ლამაზი მოგეჩვენება და პრობლემებიც ცოტა ხნით დაგავიწყებენ თავს.  კაფეში მოწყობილი განტვირთვა ხომ ყველას სჭირდება - არც დიდი დროს მოითხოვს და არც დიდი ძებნა დაგჭირდებათ, თუმცა, თუ ბიბლუსის გალერეის სიახლოვეს მოხვდებით, კაფე „პიატო“ შესანიშნავი არჩევანი იქნება.  „პიატო“ ნამდვილად გამოირჩევა სამზარეულოს მრავალფეროვნებით, მომსახურების მაღალი ხარისხითა და მყუდრო ინტერიერით, სადაც თავს ძალიან კომფორტულად იგრძნობთ.

სხვათა შორის, შეკვეთისთვის განკუთვნილი დრო „პიატოში“ ყველაზე სწრაფად გადის - პერსონალმა თავის დროზე იფიქრა, როგორ შეევსო სტუმრებისთვის შეკვეთის მოლოდინის მოსაწყენი წუთები და ასეთი რამ მოიფიქრა: მაგიდების საფენებზე ცნობილი თამაში „ქალაქობანა“ დაიტანა. ეს თამაში ყველამ იცის და ყველა ხალისობს. კაფეში მისული ადამიანები სიამოვნებით ერთვებიან ამ უძველეს თამაშში მეგობრებთან ერთად, დრო კი შეუმჩნევლად გადის...

თუმცა ამჯერად პიატოს სულ სხვა „სიკეთე“ გვინდა გაგიზიაროთ.  საქმე ისაა, რომ აქაური უგემრიელესი კერძებით ტკბობა კაფეში მიუსვლელადაც შეგიძლიათ. თუ სახლიდან ან სამსახურიდან გასვლას ვერ ახერხებთ,  აუცილებლად უნდა ისარგებლოთ სპეც შეთავაზებებით. საუბარია მიწოდების სერვისზე, რომელსაც „ირისის“ საშუალებით მიიღებთ.  ადგილზე მორთმეული მზა-მზარეული კერძები ვფიქრობთ, განსაკუთრებული კომფორტია და ამაზე უარს ვერავინ ამბობს, მითუმეტეს, როცა ეს სერვისი უფრო ძვირი კი არა, განახევრებული ფასით ხდება. დიახ, მოტანის სერვისი ახლა იკიდებს ჩვენში ფეხს და აქციებსაც ყველაზე ხშირად მართავს. როცა ირგვლივ ყველაფერი ძვირდება, რატომ არ უნდა გამოიყენო ეს შესაძლებლობა.

მოტანის სერვისი „ირისი“, როგორც ყოველთვის, საუკეთესო პირობებს გვთავაზობს. აქედან შეძენის შემთხვევაში ,,პიატოს " მენიუში წარმოდგენილი ნებისმიერი სახეობის კერძი განახევრებულ ფასად გაიყიდება, უმოკლეს დროში კი სასურველ შეკვეთას თბილისის მასშტაბით, მითითებულ მისამართზე მიიღებთ. როგორც „ირისის“  უამრავი მომხმარებელი წერს, შეკვეთა ყოველთვის ძალიან სწრაფად მოაქვთ. თქვენგან მხოლოდ აპლიკაცია და რამდენიმე კლიკია საჭირო:  https://bit.ly/2AYvDn3

როგორც ამბობენ, ჩვენი ცხოვრება წვრილმანი სიამოვნებებისგან შედგება.  მზა-მზარეულად მორთმეული გემრიელი კერძებიც, რომელსაც ოჯახთან ან სხვა ძვირფას ადამიანებთან ერთად მიირთმევთ, ნამდვილად შედის ამ „წვრილმან სიამოვნებებში“.

მასალის გამოყენების პირობები
24 იანვარი, 2019 05:47 p.m.
ნანახია: 359