ხინკალი ჩაინიკას რეცეპტით - Gemrielia.ge

ხინკალი ჩაინიკას რეცეპტით

32 კილოგრამი დავიკელი და იმიტომ აღარ ვჩანვარ ბოლო დროს სკეტჩებში აქტიურად, ვეღარ მაფიქსირებს კამერაო, იხუმრა ინტერვიუს დაწყებამდე კობა ბარათელმა. დღეს ჩაინიკას კერძებზე, დიეტებსა და ექიმებზე ვესაუბრეთ.
 

- მაშ, გვასწავლე ხინკალი ჩაინიკას რეცეპტით.
- დაკეპილი ხორცით ვაკეთებ, საქონლისა და ღორის ხორცს ვურევ თანაბრად ერთმანეთში. მწვანილიანი ფარში მიყვარს და ქინძსა და ოხრახუშს ვუმატებ. კიდევ ხახვს, ნიორს და წითელ წიწაკას. შემდეგ ფარშს რომ დავდებ ცომზე, კარაქის პატარა ნაჭერს ვუმატებ და ისე ვახვევ. უფრო ნოყიერი და გემრიელი გამოდის. 


- ფარშს წყალს არ უმატებ, წვნიანი რომ გამოვიდეს?
- არა, წყალში ვხარშავ. ცომი აუცილებლად საშუალო სისქის უნდა იყოს. მოხარშვის დროს ცომი რომ იხევა, ამაზე ნერვები მეხევა და ამიტომ ვცდილობ, ოდნავ მაგარი იყოს, ისეთი, რომ არც ჩაიშალოს და ხორცმა მოხარშვაც მოასწროს. განაგრძეთ კითხვა