აქვეითებს წნევას, ქოლესტერინს და შაქარს - წაიკითხეთ ექიმის რეკომენდაცია და ჯადოსნური სასმლის რეცეპტი - Gemrielia.ge

აქვეითებს წნევას, ქოლესტერინს და შაქარს - წაიკითხეთ ექიმის რეკომენდაცია და ჯადოსნური სასმლის რეცეპტი

ორგანიზმის მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დაბალანსებისა და საზოგადოდ ჯანმრთელობისათვის მეტად მნიშვნელოვანია ნიახურის ახალგაწურული წვენი. მას გააჩნია სამკურნალო-გამაჯანსაღებელი თვისებები: კლავს წყურვილს, ამარაგებს ქსოვილებს ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციობას. ნიახურის წვენი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, გააჩნია ანტიპარაზიტული მოქმედებაც, უხვად შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, კალციუმს, რკინას, A, C და K ვიტამინებს, ბეტა-კაროტინს. 
 

კვლევებით დადასტურებულია, რომ ნიახურის წვენი აქვეითებს არტერიულ წნევას, არის ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, ამცირებს ქიმიოთერაპიის მავნე გავლენას, ფლავონოიდების შემცველობის წყალობით მოქმედებს როგორც ანთების საწინააღმდეგო მძლავრი საშუალება, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, აწესრიგებს შაქრის შემცველობას სისხლში, ხსნის შეკრულობას და აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ფუნქციას, აჯანსაღებს კანს.


მომზადების წესი: 

აიღეთ 1 კგ ნიახური, 2 კიტრი, ერთი ფორთოხალი, ნახევარი ლიმონი. დასახელებული ინგრედიენტები 15 წუთით გააჩერეთ (დაალბეთ) ვაშლის ძმრის წყალხსნარში (4 ლიტრ წყალზე უნდა აიღოთ ნახევარი ჭიქა ვაშლის ძმარი), შემდეგ გადაწურეთ და ინგრედიენტები გაატარეთ წვენსაწურში ან დააბლენდერეთ. მიირთვით ახალგაწურული წვენი,

დარჩენილი წვენი შეგიძლიათ რამდენიმე საათს მაცივარში შეინახოთ, მეორე მიღებამდე.

თინათინ გოცაძე

წყარო : mkurnali.ge