კუჭი რომ არ გაზარმაცდეს! ხუთი საუკეთესო წვნიანი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის
კუჭი რომ არ გაზარმაცდეს! ხუთი საუკეთესო წვნიანი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის

წვნიანი – ეს თხევადი პირველი კერძია, რომელსაც ძირითადად სადილის დროს მიირთმევენ. სუპი, როგორც წესი, მინიმუმ 50% წყალს უნდა შეიცავდეს. საინტერესოა, რომ სუპები შედარებით ახალგაზრდა კერძია, რომელიც 400-500 წლის წინ ძლიერი, უჟანგო და ნეიტრალური ქიმიური ჭურჭლის გაჩენასთან ერთად გავრცელდა.

 

დღესდღეობით მსოფლიოში დაახლოებით 150 ძირითადი სახეობის წვნიანი არსებობს, რომლებიც თავის თავში ათასობით სახეობას მოიცავს. სასარგებლოა თუ არა წვნიანი? აუცილებელია მივირთვათ ყოველდღე? ბებიების თაობამ იცოდა, რომ წვნიანის გარეშე მისი შვილიშვილები ვერ იცოცხლებდნენ. ამასთან, ზოგიერთი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ სუპების სასარგებლო თვისებები გადაჭარბებულია.

 

სუპები ნოყიერი, მაგრამ ამავდროულად მსუბუქია და ორგანიზმი ადვილად ითვისებს. ძალზედ მნიშვნელოვანია, სუპები მიირთვან ადამიანებმა, ვისაც ნაკლები წონა ან ცუდი მადა აქვს, აგრეთვე ავადმყოფობის შემდეგ. ქათმის ბულიონი, მაგ., შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც გრიპის დაავადების სიმპტომებს ამსუბუქებს. 

ასეთ კერძში ნაკლები კალორიაა, ვიდრე შემწვარ და მოშუშულ კერძში, ხოლო მკვებავი თვისებებით მათ არ ჩამორჩება. ეს აქტუალური მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს.

 

გემრიელი წვნიანის რეცეპტები ყოველდღე

თუ წვნიანი გიყვართ და რამე ახალი რეცეპტით მისი მომზადება გსურთ - ეს სტატია თქვენთვის არის. "რჩევების" რედაქციამ სწორი კვებისთვის საუკეთესო წვნიანის რეცეპტები შეაგროვა.

 

გუფთების წვნიანი

 

 

ინგრედიენტები

  • 2 ლ წყალი
     
  • 200 გრ ხორცის ფარში
     
  • 100 გრ სტაფილო
     
  • 300 გრ კარტოფილი
     
  • 100 გრ ბრინჯი
     
  • 40 გრ მწვანე ხახვი
     
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
     
  • დაფნის ფოთოლი
     
  • მწვანილი გემოვნებით

 

 

მომზადება
 

 

  • წყალი აადუღეთ, ჩაყარეთ გახეხილი სტაფილო და კარტოფილი. 
     
  • . როდესაც კარტოფილი ნახევრად მომზადდება, დაამატეთ ხორცის გუფთები და ბრინჯი, დაფნის ფოთოლი, მარილი და პილპილი გემოვნებით. 
     
  • მომზადებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი და ხახვი.
     
  • გემრიელად მიირთვით!

 

ყველის წვნიანი

 

 

ინგრედიენტები
 

  • 1, 5 ლ წყალი
     
  • 1/5 მდნარი ყველი
     
  • 1 პატარა სტაფილო
     
  • 1 პატარა ხახვი
     
  • 4 საშუალო ზომის კარტოფილი



მომზადება
 

  • გაასუფთავეთ კარტოფილი, პატარა ნაწილებად დაჭერით, დაასხით წყალი და აადუღეთ. 
     
  • გახეხეთ სტაფილო, წვრილად დაჭერით ხახვი, მცენარეულ ზეთზე შეწვით. 
     
  • კარტოფილს, სტაფილო ხახვით და დაჭრილი ყველი დაუმატეთ. 
     
  • აურიეთ, სანამ ყველი მდუღარე წყალში ბოლომდე არ დადნება. წვნიანს მარილი გემოვნებით მოაყარეთ. ადუღეთ 30 წუთი. გემრიელად მიირთვით.

 

ყველის წვნიანი ქათმის ხორცით

 

 

ინგრედიენტები
 

  • 400 გრ ქათმის ფილე
     
  • 2 კარტოფილი
     
  • 1 დიდი ზომის სტაფილო
     
  • 180 გრ მდნარი ყველი
     
  • 2 ლ ბულიონი ან წყალი
     
  • მწვანილი
     
  • დაფნის ფოთლები, წიწაკა
     
  • მარილი და პილპილი გემოვნებით



მომზადება
 

  • ქათმის ფილე საშუალო ზომის ოთხკუთხედებად დაჭერით.
     
  • დაჭერით კარტოფილი ოთხკუთხედად, სტაფილო ნახევრად მრგვლად. 
     
  • ფილე ტაფაზე მცირე რაოდენობის ზეითუნის ზეთში შეწვით.
     
  • ბულიონი აადუღეთ, ჩადეთ დაფნის ფოთოლი და წიწაკა, დაუმატეთ ქათმის ფილე. 
     
  • ცეცხლი ცოტა მოამატეთ და 7-10 წუთი ადუღეთ. 
     
  • დაუმატეთ ბოსტნეული და კიდევ 10-15 წუთი ადუღეთ. 
     
  • წვნიანში ჩაამატეთ მდნარი ყველი, კარგად აურიეთ, რომ წყალში ბოლომდე გაიხსნას. 
     
  • დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. აურიეთ და წვნიანი ცეცხლიდან გადმოდგით. გემრიელად მიირთვით!

 

განაგრძეთ კითხვა

მასალის გამოყენების პირობები
05 თებერვალი, 2019
ნანახია: 31544