რა სარგებელი და ზიანი მოაქვს გოგრას - ეს უნდა ვიცოდეთ! - Gemrielia.ge

რა სარგებელი და ზიანი მოაქვს გოგრას - ეს უნდა ვიცოდეთ!

გოგრა ჩვენში საკმაოდ გავრცელებული პროდუქტია. მისი უამრავი ჯიში არსებობს, მათ შორის შხამიანიც კი. გოგრა შეიძლება იყოს ნებისმიერი ზომის - ხელისგულისოდენიდან დაწყებული, გიგანტური, 100-კგ-იანი ნაყოფით დამთავრებული; შეიძლება ჰქონდეს მწვანე, ყვითელი, სალათისფერის, ნარინჯისფერი შეფერილობა. გოგრა მიკროელემენტებითა და მინერალებით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პროდუქტია.

აღსანიშნავია, რომ სარგებელი მოაქვს არა მხოლოდ გოგრის რბილობს, არამედ მის თესლსაც და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ფოთოლსაც კი. თუ გოგრას რეგულარულად გამოვიყენებთ საკვებად, ეს დიდად შეუწყობს ხელს თითქმის ყველა შინაგანი ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებას. გოგრა შეიცავს ისეთ მიკროელემენტებს, როგორიცაა კალიუმი, მაგნიუმი, კობალტი, თუთია და რკინა. ამას ემატება უამრავი ვიტამინი – А, Е, С, D, F, PP, T, B.

გარდა ამისა, ეს ბოსტნეული დაბალკალორიულია, - 100 გრამ პროდუქტზე 22 კკალ. - რაც განსაკუთრებით საინტერესოს ხდის მას წონაში დაკლების მსურველთათვის. ამ პროდუქტში არის ასევე ბეტა-კაროტინი, ასკორბინის მჟავა, თიამინი, რიბოფლავინი და ბოჭკოვანა. გოგრის სარგებელი

image

1. ვიტამინების არსებობა ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას და ზოგადად დადებითად მოქმედებს თვალზე. 2. გოგრა ძალიან სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, რადგან აადვილებს "მძიმე" საკვების მონელებას. ნოყიერი სადილის შემდეგ კარგი იქნება, თუ რამდენიმე ლუკმა გოგრას მიირთმევთ, რაც საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას და მოგიხსნით დისკომფორტს. ეს პროდუქტი საინტერესოა იმითაც, რომ ხელს უწყობს ჭარბ წონასთან ბრძოლას. გოგრა დაბალკალორიულია, ადვილად გამოაქვს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე, ასუფთავებს მას და ხელს უწყობს ზედმეტი წონის კლებას. გოგრის დიეტა საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს. 3. გოგრა ორგანიზმს ასუფთავებს შლაკებისგან და ზედმეტი ქოლესტერინისგან. ახდენს სისხლის წნევის ნორმალიზებას და აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს. 4. ეს ბოსტეული ორგანიზმში ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და სისხლის შედედების ოპტიმიზებას ახდენს. 5. შარდმდენი ეფექტის წყალობით (გოგრა 90%-ით წყლისგან შედგება) გოგრა ეხმარება შარდკენჭოვანი დაავადებების, თირკმლის უკმარისობისა და შარდის ბუშტის ანთების დროს. ამისათვის უმჯობესია იგი უმი სახით მივიღოთ. 6. გოგრას შეუძლია ნერვული სისტემის ნორმალიზება, განწყობის გამოკეთება, დეპრესიის დაძლევა, ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება. იგი ასევე გვეხმარება უძილობასთან ბრძოლაშიც. 7. С ვიტამინის არსებობის გამო გოგრა იმუნიტეტის ამაღლებას უწყობს ხელს - ადამიანები, რომლებიც მას რეგულარულად მიიღებენ, უკეთ ებრძვიან ვირუსებს და ნაკლებად ავადდებიან სეზონური დაავადებებით. 8. გოგრა ცნობილია ანთებსაწინააღმდეგო ეფექტით. ამ მიზნით იგი გამოიყენება როგორც საკვებად (ნაწლავში ანთებითი პროცესების ჩასაქრობად) ასევე კანზე დასადებად ჭრილობების, დამწვრობების, მუწუკებისა თუ გამონაყარის დროს. გოგრის რბილობი ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. 9. ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც რაციონში ხშირად იყენებენ გოგრას, ნაკლებად ავადდებიან ტუბერკულოზითა და ყელის კიბოთი. თუმცა გოგრის ეს კონკრეტული სასარგებლო თვისება მედიკოსების ერთ ნაწილს მაინც საეჭვოდ მიაჩნია. 10. გოგრას გააჩნია ერთგვარი გამაახალგაზრდავებელი ეფექტიც. მას აქვს უჯრედების განახლების, ძვლის გამაგრებისა და მისი პროდუქტიულობის გაზრდის უნარი. 11. გოგრის ფაფა კარგია გულძმარვასთან საბრძოლველად. 12. გოგრის რეგულარული გამოყენება ამცირებს კარიესის, ღრძილებიდან და ცხვირიდან სისხლდენის საფრთხეს. 13. ეს ბოსტნეული სისხლში ჰემოგლობინის დონეს მატებს. 14. გოგრა დადებითად მოქმედებს მამაკაცის პოტენციაზე.

იხილეთ რა დროს არ უნდა მივიღოთ გოგრა