ეს წამალი დაგავიწყებთ კუჭ-ნაწლავისა და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს, სეზონურ ვირუსებს, გაგიუმჯობესებთ მხედველობას
ნედლი კაკალი - ხალხურ მედიცინაში შეუფასებელ პროდუქტად ითვლება. სწორედ ის შეიცავს ვიტამინი C-ს რეკორდულ რაოდენობას, რაც უკვე ძველ, მაგარნაჭუჭიან კაკალში ნაკლებად არის. ასევე ნედლი კაკლის შემადგენლობაში არის დიდი რაოდენობით იოდი, რომელიც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობისთვის.
გთავაზობთ კაკლის ნაყენის 4 უებარ რეცეპტს, რომლის მიღების შემთხვევაშიც, თქვენ არა მხოლოდ დაივიწყებთ სეზონურ ვირუსებს, არამედ მოიხსნით კუჭ-ნაწლავისა და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს, ასევე გაიუმჯობესებთ მხედველობას.
4 რეცეპტი ნედლი კაკლისგან
ნაყენების მოსამზადებლად დაგჭირდებათ მაქსიმუმ 15 ივლისამდე მოგროვებული მწვანე, ნედლი კაკლები. ამის შემდეგ ქერქი გარქოვანდება და ნაყენისთვის ის აღარ გამოდგება.
1. ნედლი კაკლის ნაყენი მხედველობის გასაუმჯობესებლად
აიღეთ 15 ცალი კაკალი, კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით წრეებად. ჩაყარეთ 3 ლიტრიან ქილაში.ცალკე ჭურჭელში 30 გრამი საფუარი გახსენით 2 ლიტრ თბილ, ანადუღარ წყალში, დაუმატეთ 1 კგ შაქარი და აურიეთ, სანამ ყველა ინგრედიენტი კარგად არ გაიხსნება. შემდეგ დაასხით
დაჭრილ კაკალს იმდენი საფუვრიანი წყალი, რომ კიდემდე 5 სმ ადგილი დატოვოთ. დააფარეთ ქილას მარლა და გააჩერეთ 30 დღე თბილ ადგილას, სადაც მზის პირდაპირი სხივები არ ხვდება. მზა ნაყენი გაწურეთ და მიიღეთ 1-2 ს/კ დღის განმავლობაში, ჭამიდან ჭამას შორის.
2. სპირტზე დამზადებული კაკლის ნაყენი კუჭ-ნაწლავისთვის
აიღეთ 30 ცალი რბილი კაკალი, დაჭერით კუბებად და აავსეთ 3 ლიტრიანი ქილა. დაასხით 1 ლ სპირტი და დაახურეთ პლასტმასის თავსახური. დადგით ჭურჭელი მზიან ადგილას და 2 კვირაში გადაწურეთ. მიღებული ნაყენი გადაიტანეთ გაუმჭვირვალე, მუქი ფერის ქილაში და მჭიდროდ დააფარეთ თავსახური. მიიღეთ ნაყენი კუჭის ტკივილისას ან ნაწლავური ინფექციების დროს 10-10 გ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. იხილეთ გაგრძელება