როგორ უნდა მოვხარშოთ მაკარონი სწორად
მაკარონი თითქმის ყველასთვის საყვარელი და გემრიელი საკვები პროდუქტია. ითვლება, რომ მაკარონი ექსკლუზიურად იტალიური კერძია, მაგრამ მას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ამზადებენ და ყიდიან.
მაკარონს ყველა განსხვავებულად ამზადებს. თუმცა, მისი უბრალოდ მოხარშვა საკმარისი არაა. აუცილებელია, მაკარონი სწორად მოხარშოთ, რომ გემრიელი კერძის რეცეპტი არ გააფუჭოთ. მაკარონის მომზადებასაც თავისი საიდუმლო აქვს.
როგორ ავირჩიოთ მაკარონი სწორად
პირველ რიგში, კარგი ხარისხის მაკარონი უნდა აარჩიოთ. საუკეთესოდ მყარი ხორბლის ჯიშისგან დამზადებული მაკარონი ითვლება. ის ბევრად უფრო ძვირია, სამაგიეროდ, ერთმანეთს არ ეკვრის და მომზადების პროცესში არ იშლება. ასეთი მაკარონი ძალიან სასარგებლოა და მისი მოხმარება დიეტაზე მყოფ ადამიანებსაც შეუძლიათ.
შესყიდვის დროს უპირატესობა გამჭვირვალე პაკეტში მოთავსებულ მაკარონს მიანიჭეთ. მასში ფქვილის მტვერი არ უნდა იყოს. ყოველთვის გლუვი ზედაპირი უნდა ჰქონდეს.
ყურადღება მიაქციეთ შემადგენლობას. ჩვეულებრივ, ფქვილის და წყლის გარდა მაკარონში არაფერი არ უნდა იყოს. იშვიათ შემთხვევაში კვერცხს უმატებენ.
თუ ფერადი მაკარონი მოგწონთ, შემადგენლობაში მხოლოდ ნატურალური საღებავები უნდა შედიოდეს. თუ შეფუთვა დაზიანებულია, მაკარონი ბევრ ტენს შეიწოვს და ეს მასზე უარყოფითად იმოქმედებს. პროდუქტის მომზადების და შენახვის ვადას ყურადღება მიაქციეთ.
როგორ მოვხარშოთ მაკარონი სწორად
1.სქელ და ღრმა ქვაბში 1 ლ წყალი ჩაასხით.
2.ნახევარი ჩ/კ მარილი დაუმატეთ.
3.დაამატეთ 1 ს/კ ნებისმიერი მცენარეული ზეთი, რომ მაკარონი ხარშვის დროს ერთმანეთს არ მიეკრას.
4.წყლის ადუღებას დაელოდეთ.
5.როგორც კი ეს მოხდება, წყალში მაკარონი ჩაყარეთ.
6.კარგად აურიეთ.
7.ხარშეთ 7-10 წუთით. შეფუთვაზე მაკარონის მომზადების ვადას აუცილებლად დახედეთ.
8.აუცილებლობის შემთხვევაში მაკარონი შეამოწმეთ.
9.დაუმატეთ 1 ს/კ კარაქი და კარგად აურიეთ.