გემრიელი მჭადის საიდუმლო - Gemrielia.ge

გემრიელი მჭადის საიდუმლო

მჭადის ცომი არც ძალიან თხელი არ უნდა იყოს და არც სქელი. საშუალოდ 200 გრამ ფქვილს 200 გრამი წყალი სჭირდება. მჭადის ფქვილი მოათავსეთ ჯამში, დაამატეთ მწკვი მარილი. დაასხით წყლის ნახევარი, დაიწყეთ ზელა და ნელ-ნელა დაამატეთ დანარჩენი წყალიც. აუცილებელია, ცომი შეიკრას, არ უნდა იყოს ქვიშასავით. თუ არ შეიკრა, ესეიგი წყალი აკლია. სასურველია, ცომში ცოტაოდენი ზეთი გაურიოთ.

ასეთი მჭადი უფრო კალორიულია, მაგრამ უფრო გემრიელია. 100 გრამი პროდუქტი 180 კალორიას შეიცავს, თუ ის უცხიმოდაა მომზადებული, ზეთიან მჭადზე კი მინიმუმ 250 კალორია უნდა იანგარიშოთ. უგემრიელესია კეცზე შემწვარი მჭადი. კეცი წინასწარ ცხელდება და ეფინება მცენარის ფოთლები, (შესაძლოა კაკლის ან ბლის), ზედ დებენ მოგუნდავებულ ცომს და ხელით ასწორებენ, ზემოდან მეორე, გახურებულ კეცს ადგამენ და გახურებულ ნაკვრჩხალს აყრიან.

ამის შემდეგ კი მხოლოდ ლოდინია საჭირო. იმედია, გემრიელი მჭადი გამოგივათ. გემრიელად მიირთვით!

 

იხილეთ სტატია ვრცლად