კალცის ბუნებრივი საბადო – უნიკალური ხალხური რეცეპტები კვერცხის ნაჭუჭისგან
ყველასთვის ცნობილია, კალცის ნაკლებობა რამდენ პრობლემას იწვევს ადამიანის ორგანიზმში, ნებისმიერ ასაკში. ბავშვებში კალცის ნაკლებობა განსაკუთრებულად საშიშია. კალცის მარაგის შესავსებად ხშირად ვიღებთ სხვადასხვა პრეპარატს, საკვებ პროდუქტს, რომელიც კალცით არის გაჯერებული. თუმცა ხალხურ რეცეპტებში ხშირად შეგხვდებათ კვერცხის დაფქული ნაჭუჭი, რომელსაც დღეს ტრადიციული მედიცინაც აღიარებს და ჰომეოპათებიც აქტიურად იყენებენ. ის კალცის ბუნებრივი საბადოა, მისგან კი ადვილად მზადდება სხვადასხვა ნარევი, რომლებიც კალცის მარაგს უვსებს ადამიანს. განსაკუთრებით სასურველია კვერცხის ნაჭუჭის მიღება შემოდგომასა და გაზაფხულზე.
რეცეპტი 1
ერთი კურსისთვის საჭიროა, რომ 10 უმი კვერცხის ნაჭუჭი კარგად გარეცხოთ, გააშროთ და შემდეგ კარგად დაფქვათ, რაც შეიძლება წმინდად. შემდეგ ეს ნაჭუჭი მოათავსოთ პატარა ჭურჭელში და დაასხათ იმდენი ლიმონის წვენი, რომ ნაჭუჭი დაფაროს. შემდეგ ეს ნარევი, თავდახურული, 10 დღით უნდა დადგათ ბნელ ადგილას. 10 დღის შემდეგ იმდენივე თაფლი უნდა დაასხათ, რამდენიც ნარევია. ეს ნაზავი დიდმა თუ პატარამ, ვისთვისაც კეთდება, უნდა მიიღოს ყოველდღე, სურვილის მიხედვით - დღეში ერთხელ ან ორჯერ, ორი კვირის ან ერთი თვის განმავლობაში. პატარამ - ნახევარი ჩაის კოვზი, დიდმა – ერთი ჩაის კოვზი (ზოგიერთი სუფრის კოვზითაც იღებს, რადგან მას არავითარი მავნებლობა არ აქვს). განაგრძეთ კითხვა