ჩაიცვით თბილი ჩუსტები და კიდევ 6 რჩევა, რათა არასოდეს გავხდეთ ავად - Gemrielia.ge

ჩაიცვით თბილი ჩუსტები და კიდევ 6 რჩევა, რათა არასოდეს გავხდეთ ავად

 

მეცნიერები გვთავაზობენ ცხოვრების 7  მთავარ წესს იმ ადამიანებზე დაკვირვებით,რომლებიც არასოდეს ხდებიან ავად:

 

  1. მათ კარგად სძინავთ

კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც სძინავთ 8 ან უფრო მეტი საათი დღე-ღამის განმავლობაში, 3-ჯერ უფრო ნაკლებად არიან გაციებისკენ მიდრეკილნი, ვიდრე ისინი, ვისაც 7 საათზე ნაკლები სძინავთ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენს სხეულში ღამით რეგულირდება სტრესის ჰორმონი, რომლის წყალობით ორგანიზმში ინფექციის მოხვედრის შანსი ნაკლებია.

Image result for sleeping illustration

 

 

2. ისინი ჭამენ „ყველა ფერს“

იმისათვის, რომ ავირიდოთ ბაქტერიები და ისეთი დაავადებები, როგორიცაა, მაგალითად, სინუსიტი, მნიშვნელოვანია, მივიღოთ მრავალფეროვანი საკვები - ხილი, ბოსტნეული, თხილეული, ხორცი და ა.შ.

 

Image result for eating healthy gif

 

 

3. ისინი სვამენ შავ ჩაის

აშშ-ს ეროვნული სამეცნიერო აკადემიის მიხედვით, ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს 3-ჯერ უფრო მეტ ინტერფერონს (დაბალი მოლეკულური მასის მქონე ცილა, რომელიც ვირუსული ინფექციის საწინააღმდეგო არასპეციფიკური დაცვის მნიშვნელოვანი ფაქტორია) თუ დღეში 2-3 ჭიქა შავ ჩაის დავლევთ. მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორის  თქმით, შავი ჩაი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, ამიტომ , უმჯობესია, დღე ყავის ნაცვლად ჩაით დაივწყოთ.

Image result for drinking tea illustration

 

 

4. ისინი ხშირად ხვდებიან მეგობრებს

ჟურნალი „Psychological Science” -ს კვლევის თანახმად, უმჯობესია, ხშირად შევხვდეთ მეგობრებს - განსაკუთრებით მაშინ, თუ პრობლემები გვაქვს სამსახურში ან სახლში.  რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ,ადამიანებს, რომლებიც სხვების დიდ მხარდაჭერას გრძნობენ მარტივად გადააქვთ სეზონური ვირუსები.

 

5. მათ აცვიათ ფუმფულა ჩუსტები

 

შეიძლება ეს ძალიან უცნაურად ჟღერს, თუმცა არ დაიბნეთ - გაციებისა და სეზონური ვირუსების დროს ძალიან მნიშვნელოვანია, ფეხები თბილად გქონდეთ. რატომ? როცა ფეხები ცივი გვაქვს, ორგანიზმი აწვდის ტვინს სიგნალს, რომ შეინახოს ( „დააკონსერვოს“ ) სხეულში არსებული სითბო, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი ამცირებს სისხლის მიმოსვლას კონკრეტულ ადგილებში, რის შედეგადაც სითბოს რაოდენობა იკლებს.

Image result for slippers gif

 

6. ისინი ხელს იბანენ დანიშნულ დროს

ცხადია, ეს არ გულისხმობს , რომ მთელი დღე მხოლოდ ხელი უნდა დავიბანოთ (თუმცა არსებულმა მდგომარეობამ უკვე ამასაც მიგვაჩვია). უბრალოდ დაიმახსოვრეთ, შეგიძლიათ 16-50 %-ით შეამციროთ დაავადების შანსი, თუ გემახსოვრებათ, რომ ხელები უნდა დაიბანოთ ჭამამდე, საჭმლის მომზადებამდე, დაცემინებისა და დახველების შემდეგ.

Image result for washing hands illustration

 

7. ისინი არ ეხებიან სახეს

ზოგისთვის წარმოუდგენელია, დილით თვალებზე ხელი არ მოისვას, თუმცა თუ ამას არ იზამთ, დიდი ალბათობით, აიცილებთ გაციებას. Journal of Occupational Health-ის 2013 წლის კვლევის მიხედვით, თუ სახეს ხშირად ეხებით, ამით 41%-ით ზრდით ორგანიზმში ინფექციების შეჭრის შანსს.  ბოლო პერიოდმა ამ მოსაზრების სისწორეში ნამდვილად დაგვარწმუნა, რას იტყვით?

 

 

წყარო : womansday.com