რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად 3 კვერცხს შეჭამთ? - Gemrielia.ge

რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად 3 კვერცხს შეჭამთ?

ჯანსაღი კვებისა და ფიტნესის სფეროში ბოლო დროს კვერცხი არცისე პოპულარულია, რადგან ის ქოლესტერინთან და წონის მომატებასთან ასოცირდება. სხვები ამბობენ , რომ კვერცხის დიდი რაოდენობით მიღება გულის შეტევასაც კი იწვევს , ამის გამო ხალხი, რომელთაც წონაში კლება სურთ, რაციონიდან კვერცხს იღებენ. მაგრამ იცი რა მოხდება თუ ყოველდღე 3 კვერცხს მიიღებთ? 

 

კვერცხი შეიცავს კალორიებს, ცილას, ჯანსაღ ცხიმებს, ფოლატს, კალციუმს, თუთიას, ფოსფორს, სელენს და ვიტამინებს  : A, B5, B12, B2, D, E, K, და B6. ის ასევე შეიცავს ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟავებს და  ქოლესტერინს.

დიდი კვერცხი შეიცავს დაახლოებით 6 გრამ მაღალი ხარისხის ცილას, რაც დაგეხმარებათ მადის დაქვეითებაში კვებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში. როგორც ვხედავთ, ის გვეხმარება წონის კლებაში.

კვერცხის გული შეიცავს ლუტეინს, რაც ამცირებს ასაკობრივი მაკულარული დისტროფიისა და კატარაქტის განვითარების რისკს. კვერცხის გული აგრეთვე აუმჯობესებს ძვლების მეტაბოლიზმს და გვიცავს ოსთეოპოროზისგან. ის ასევე რკინის წყაროა.