ქეშიუ - Gemrielia.ge

ქეშიუ

მას სხვა დას ხვა ენაზე მოიხსენიებენ, როგორც კაჟუ, აკაჟუ, აღმოსავლური ანაკარდიუმი და სხვა. XVI
საუკუნემდე იგი ძირითადად ბრაზილიაში, მექსიკასა და პერუში იზრდებოდა. შემდეგ პორტუგალიელმა მისიონერებმა კეშიუ ინდოეთში შეიტანეს. მცენარემ ყველანაირი ხელშეწყობის გარეშე იხარა და კარგად მო რ ო ინდოეთის ჰავას. იგი სითბოს მოყვარული ხეა და იზრდება 6-7 მეტრამდე. კლიმატის მიხედვით კეშიუ წელიწადში 1-2 მოსავალს იძლევა. ადრე მასრი
მდიდართა ნუგბარად მიიჩნევდნენ, რადგან მისი ნაჭუჭიდან გამორჩევა რთული იყო. თესლის გარშემო გარსი შეიცავს ცხიმს, რომელიც კანს აღიზიანებს. ამი ომ თხილი ყოველთვის გარჩეული იყიდება. კეშიუ გემოს იძენს მხოლოდ მოხალვის შემდეგ. იგი შედგება ორი ნაწილისაგან _ თავად თხილისა და ე.წ. კეშიუს ვაშლისაგან, რომელსაც მოგრძო ფორმა აქვს და მოყვითალო ფერი. საკვებად მიიღება ორივე ნაწილი. თხილი უფრო გავრცელებული პროდუქტია, ხოლო კეშიუს ვაშლი კი ერთ-ერთ ძვირფას ტროპიკულ ხილად ითვლება. კეშიუს მონათესავე მცენარეებია მანგო, ფუსტუღის თხილი და ხახვის ხე.