რა საკვები უნდა მივიღოთ, თუ იოდის დეფიციტი გვაქვს? - Gemrielia.ge

რა საკვები უნდა მივიღოთ, თუ იოდის დეფიციტი გვაქვს?

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, იოდის დეფიციტი ყველაზე გავრცელებული არაინფექციური დაავადებაა. ამ ნივთიერების ნაკლებობა უარყოფითად აისახება ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობაზე, ვინაიდან სხვადასხვა პათოლოგიურ მდგომარეობას აძლევს დასაბამს.  სამწუხაროდ, საქართველო სწორედ იმ რეგიონთაგანია, სადაც გარემოში ბუნებრივად არსებობს იოდის დეფიციტი. იოდი  ცოტაა ნიადაგში, შესაბამისად, ამ ნიადაგზე გახარებული მცენარეები და ცხოველები, რომლებიც ასეთ მიწაზე ამოსული ბალახით იკვებებიან, ცხადია, ადამიანისთვის იოდის წყაროდ ვერ გამოდგებიან. ეს სერიოზული პრობლემაა, ვინაიდან ადამიანი იოდს უმთავრესად საკვების მეშვეობით იღებს.

 

პროდუქტები,რომლებიც უნდა მივიღოთ იოდის ნაკლებობის დროს:

 

1)  ფეიხოა

თუ იოდის ნაკლებობით გამოწვეული მეტაბოლიზმის დარღვევები გაქვთ,ნუ იჩქარებთ მედიკამენდების მიღებას. ტროპიკული ხილი ფეიხოა ბევრი დაავადების დროს გამოიყენება და ამ პრობლემასაც ეფექტურად ებრძვის. ფეიხოა ერთადერთი ხილია, რომელიც იოდის შემცველობით ზღვის პროდუქტებს უტოლდება.

 

Image result for ფეიხოა

 

2) ორგანული იოგურტი

რძის პროდუქტები დიდი რაოდენობით იოდს შეიცავს, განსაკუთრებით სასარგებლო კი ნატურალური რძისგან დამზადებული იოგურტია. ერთი პორცია იოგურტი იოდის დღიური დოზის თითქმის ნახევარს წარმოადგენს.

 

Image result for yogurt

 

3)  ნატურალური ყველი

ყველი ყოველმხრივ სასარგებლოა - გარდა იმისა, რომ ის იოდს შეიცავს, მის შემადგენლობაშია კალციუმი, ცილა და ვიტამინი B. თუმცა, ამ მხრივ გამორჩეულია თხის ყველი,რადგან მისი მონელება მარტივია და კალციუმისა და ცილის მაღალი შემცველობით გამოირჩევა.

 

Image result for organic cheese

 

4) ჰიმალაის ვარდისფერი მარილი

ჰიმალაის მარილი თითქმის ყველგან იყიდება. ეს არის ნატურალური პროდუქტი, რომელიც უშუალოდ ჰიმალაის მთებიდან მოდის. ამიტომ , თუ იოდის დეფიციტი გაწუხებთ, გირჩევთ, საკვებს ჰიმალაის ვარდისფერი მარილი დაუმატოთ.

 

Related image

 

5) ხურმა

 

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ხურმა  შეიცავს მაგნიუმს, ნატრიუმს და რკინას. მასში რკინის უფრო დიდი რაოდენობაა, ვიდრე ვაშლში.

 

содержание йода в продуктах питания