“ბიბლიური დიეტა“: როგორ დაიკლეს ვარსკვლავებმა, წესი 80/20, შიმშილი: როგორ დაიკლეს ვარსკვლავებმა ათობით კილოგრამი - Gemrielia.ge

“ბიბლიური დიეტა“: როგორ დაიკლეს ვარსკვლავებმა, წესი 80/20, შიმშილი: როგორ დაიკლეს ვარსკვლავებმა ათობით კილოგრამი

ჰოლი ბერი, ჯესიკა ალბა, ჯენიფერ გარნერი და კიმ კარდაშიანი - ეს ის ვარსკვლავები გახლავთ, რომლებმაც კარგად იციან, როგორ დაიკლონ წონაში სწრაფად. ერთნი უპირატესობას მკაცრ ვეგეტარიანელობას ანიჭებენ, სხვები კი ინტერვალებით შიმშილს. 
გაგაცნობთ ყველაზე ეფექტურ ვარსკვლავურ დიეტებს, რომლებიც დაეხმარა მათ ზედმეტი სანტიმეტრების მოშორებაში.

ლოცვა და მარხვა
2019 წლის 9 იანვარს კრის პრატმა განაცხადა, რომ ის 21 დღე ბიბლიაში აღწერილ დიეტას დაიცავდა.
მარხვა არ არის ზედმეტად მკაცრი. დასაშვებია მარცვლეულის, ბოსტნეულის, ხილის, პარკოსნებისა და ნიგვზეულის მირთმევა. სასმელებიდან კი მხოლოდ წყალი.

 კრისი ერთადერთი ვარსკვლავი არ არის, რომელიც რწმენას საკვებთან აერთიანებს. თებერვლის დასაწყისში ეშლი გრემიც გამოტყდა, რომ კვირაში ერთი დღე ქმართან ერთად ლოცულობს და იცავს მარხვას:

„როცა ლოცულობ და მარხვას ინახავ, უფრო მგრძნობიარე ხდები იმისათვის, რომ ღმერთის გესმოდეს“.

მკაცრი ვეგეტარიანელობა
ფეხმძიმობის შემდეგ ბიონსემ რაციონიდან ცხოველური წარმოშობის ყველა პროდუქტი გამორიცხა და ორი ზომით გახდომა შეძლო.

ბიონსემ განმარტა, რომ კვების ამ სისტემამ თავი ბევრად უკეთ აგრძნობინა, ვიდრე სხვა უამრავმა დიეტამ, რომლებიც მას ოდესმე უცდია.

Бейонсе

„არ არის საჭირო ვეგეტარიანელობა მიიღოთ, როგორც სწრაფად გახდომის საშუალება. ის მხოლოდ ამისთვის არ არის. მოქმედებს თუ არა ხორცზე უარის თქმა გულის ჯანმრთელობაზე? არა, უბრალოდ დარწმუნდით, რომ საჭირო რაოდენობით მცენარეულ ამინომჟავებს იღებთ. ეს მარტივი არ არის, მაგრამ შესაძლებელია“, - განმარტავს დიეტოლოგი, ემი შაპირო.

დიეტოლოგები ყველა ვეგეტარიანელს ურჩევენ, აუცილებლად მიიღონ ვიტამინი B12, რამდენადაც მას მხოლოდ ცხოველური წარმოშობის პროდუქტი შეიცავს. ის აღმოფხვრის ანემიას, ხელს უწყობს ნერვული სისტემისა და გულის მუშაობას. 
ჰოლივუდის სხვა ბევრი ვარსკვლავი - ნატალი პორტმანი, ალისია სილვერსტოუნი და ჯენი დევანი ასევე არ მიირთმევენ ხორცსა და რძის პროდუქტებს.

წესი 80/20
პარეტოს კანონი გამოიყენება არა მარტო ცხოვრების წესისთვის, არამედ თქვენი რაციონისთვისაც. მისი ერთგული თაყვანისმცემლები არიან - ოლივია მანი, კელი როულენდი, მირანდა კერი და ჯილიან მაიკლსი. ისინი დროის 80%-ის მანძილზე ჯანსაღ საკვებს იღებენ, დარჩენილ 20%-ს კი „აკრძალულ“ კერძებს უთმობენ.
 

Rating

 

„დროის 80%-ის განმავლობაში არ ვიღებ გლუტენს, ვცდილობ თავი შორს დავიჭირო თეთრი შაქრის, თეთრი ფქვილისა და თეთრი მარილისგან. ვცდილობ, არ გადავაჭარბო ალკოჰოლის მიღება. დროის დარჩენილი 20%-ისას კი ვტკბები პიცით, ბურგერითა და ტკბილეულით, შემდეგ ისევ საჭირო რეჟიმს ვუბრუნდები“, - ამბობს კავალარი. განაგრძეთ კითხვა