უნდა „დავაძალოთ“ თუ არა წვნიანი ბავშვს და როგორ მოვამზადოთ სწორად
გავრცელებული მოსაზარებაა, რომ წვნიანი ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. ამ საბაბით მშობლები შვილებს ხშირად აიძულებენ მის მირთმევას. რეალურად რამდენად აუცილებელია წვნიანი ჩვენი ჯანმრთელობისთვის და როგორ მოამზადოთ სწორად, წაიკითხეთ სტატიაში.
რას წარმოადგენს წვნიანი
სუპი - ეს არის თხიერი საკვები, რომელიც 50 პროცენტი წყლისგან შედგება. მისი მოხარშვა ჩვენმა წინაპრებმა 400-500 წლის წინ დაიწყეს, როცა ცეცხლგამძლე ჭურჭელი შექმნეს. ცხელი წვნიანი განსაკუთრებით სასიამოვნო საჭმელია ცივ ამინდში. სასარგებლოა ბავშვებისა და ავადმყოფებისთვის. მაგრამ ზოგიერთი ექიმის წვნიანის ჭამის წინააღმდეგ გამოდის.
აზრთა სხვადასხვაობა
ექიმების ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ წვნიანი ეს არის დიეტური საკვები, რომელსაც ორგანიზმი სწრაფად ითვისებს. მაგალითად მოჰყავთ ქათმის ბულიონი, რომელსაც ბებია ავად ყოფნის დროს გვაჭმევდა. მაგრამ მეორე ჯგუფი ამტკიცებს, რომ ხორცი ხარშვისას ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებს გამოსცემს და ის ბულიონიდან ადვილად ხვდება კუჭში. არც ბოსტნეულის ნახარში მიაჩნიათ დიდად სასარგებლოდ. უმჯობესია მიირთვათ რძის პროდუქტები, კვერცხი, ხორცი, ხილი, ბოსტნეული და ბურღულეული, ვიდრე სუპი.
თუ მაინც ტრადიციული შეხედულებების ერთგული რჩებით და ბავშვისთვის სუპს სისტემატურად ამზადებთ, ეცადეთ, ბულიონი არ მოხარშოთ ცხიმიანი ხორცისგან ან ძვლისგან. უპირატესობა მიანიჭეთ ფრინველის ხორცს. მოერიდეთ მასში უხვად სანელებლების ჩამატებას. ამასთანავე, ნუ მოხრაკავთ ცალკე ხახავსა და სტაფილოს იმის გამო, რომ გემრიელი გამოვიდეს. ბავშვისთვის სუპი გემიელი კი არა, სასარგებლო უნდა იყოს. ახლა კი დაწვრილებით საბავშვო სუპის კლასიფიკაციასა და შემადგენლობაზე: სუპის ჭამის პერიოდი ბავშვისთვის დაახლოებით, 1 წლისთვის იწყება.
- ბოსტნეულის წვნიანი ბვშვმა უნდა ჭამოს 1-დან ორ წლამდე 120 მლ,
- 2-დან სამ წლამდე - 150 მლ,
- 3-დან ექვს წლამდე 180-200 მლ
- 7-დან 15 წლამდე 200-250 მლ.
როგორ მოვხარშოთ წვნიანი სწორად
ბავშვისთვის წვნიანის ინგრედიენტები უნდა მოიხარშოს და არ მოიხრაკოს, მოითუშოს და ა.შ. სუპი შეიძლება მომზადდეს ნახარშზე: ბოსტნეულის, ხილის ან კენკრის. ან ხორცისა და თევზის, რომელსაც მოგვიანებით დაემატება ბოსტნეული, ბურღული. რძის სუპი, სუპ-პიურე, გამჭვირვალე სუპი (მხოლოდ ხორცის ნახარში).
უნდა იცოდეთ, რომ ბოსტნეულის წვნიანი არის მინერალური მარილების, ორგანული მჟავების, მცენარეული ბოჭკოს წყარო. მაკარონის წვნიანი ორგანიზმს შემატებს სახამებელს, ხოლო ბურღულისა - მინერალურ მარილს, ცილას.
იხილეთ საბავშვო წვნიანის რეცეპტი
ალბათ შეხსენება არ გჭირდებათ, რომ ბავშვისთვის სუპის მოსახარშად მხოლოდ საღი და ახალი პროდუქტი უნდა შეარჩიოთ. გაყინული ხორცისა და თევზისგან მიღებულ ბულიონს ნუ გამოიყენებთ. თუ ახალ ხორცს ხარშავთ, უპირატესობა მიანიჭეთ მჭლე ხორცს და გათვალისწინეული უნდა იქნას ბავშვის ასაკი. გახსოვდეთ, რომ წვნიანში ყველა პროდუქტი დუღილის დროს უნდა ჩაყაროთ, ხოლო ბურღული, - ცივ წყალში. ახალი კომბოსტო წვნიანში უნდა ჩაუშვათ კარტოფილის შემდეგ, "ზამთრის" კომბოსტო - კარტოფილამდე. შემდეგ ხახვი და სტაფილო. ბურღულის წვნიანში ცივ წყალში უნდა ჩაყაროთ ბურღული და მოხარშოთ, ხოლო შემდეგ დაუმატოთ ბოსტნეული. მარილი წვნიანს მოაყარეთ მომზადების ბოლოს. განაგრძეთ კითხვა...