ნუში - Gemrielia.ge

ნუში

სამეურნეო თვალსაზრისით
არჩევენ ჩვეულებრივი ნუშის ( Amygdalus communis) თხელ და სქელ ნაჭუჭა ფორმებს. ნუშის ჯიშები ერთმანეთისგან ზეთიანობის მიხედვითაც გამოირჩევა.
ზეთს ამზადებენ მისი ნედლი თესლისაგან. ნუშის ზეთი უშრობი ცხიმია. იგი
მიიღება ორივე სახის _ ტკბილი და მწარე ნუშისაგან. უფრო მაღალი ხარისხით გამოირჩევა ცივი წესით მიღებული ზეთი. ნუში შეიცავს დიდი რაოდენობით B1 და B2 ვიტამინებს. ამ მცენარის მოხმარების არეალი საკმაოდ დიდია, იგი გამოიყენება ფარმაკოლოგიაში, კოსმეტიკაში, კონიაკისა და საკონდიტრო წარმოებაში. მის თესლს, ესენციასა და ზეთს გამოიყენებენ სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად. შინაურ პირობებში მზადდება ნუშის რძე, რომელიც
კანის გაწმენდის საუკეთესო საშუალებად არის მიჩნეული.