როგორ უნდა დაიცვათ "გასუქების დიეტა" - ენდოკრინოლოგის რჩევები მათ, ვისაც წონაში მომატება სურს - Gemrielia.ge

როგორ უნდა დაიცვათ "გასუქების დიეტა" - ენდოკრინოლოგის რჩევები მათ, ვისაც წონაში მომატება სურს

ზედ­მე­ტი წონა რომ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა, ამა­ზე არა­ერ­თხელ გვი­სა­უბ­რია, მაგ­რამ ახლა ამის სა­პი­რის­პი­რო თე­მას შე­ვე­ხე­ბით - რო­დე­საც ადა­მი­ანს წო­ნის დაკ­ლე­ბა კი არა, პი­რი­ქით, მო­მა­ტე­ბა სურს და იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ კარ­გად იკ­ვე­ბე­ბა, კი­ლოგ­რამ­საც ვერ იმა­ტებს.

 

რას­თან გვაქვს ამ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე და რა უნდა გა­ა­კე­თოს ადა­მი­ან­მა, რომ პრობ­ლე­მა დაძ­ლი­ოს - ექი­მი-ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ლაშა უჩა­ვა გვე­სა­უბ­რე­ბა.

 

- რო­დე­საც საკ­ვე­ბის გარ­კვე­ულ რა­ო­დე­ნო­ბას ვი­ღებთ, ორ­გა­ნიზ­მში მე­ტა­ბო­ლიზ­მი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს და ეს კა­ლო­რა­ჟი ჩვენს კი­ლოგ­რა­მებ­ზე არ აი­სა­ხე­ბა, რაც ერ­თის მხრივ კარ­გია, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, არ არის მარ­ტი­ვი სა­კი­თხი. მოკ­ლედ, თუ ასეთ წო­ნა­ზე ვსა­უბ­რობთ, ეს პა­თო­ლო­გი­აა. თუ სი­მაღ­ლეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში წონა არ არის ადეკ­ვა­ტუ­რი, ამ შემ­თხვე­ვა­ში პრობ­ლე­მა გვაქვს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლას­თან.

 

ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის პირ­ვე­ლი პა­თო­ლო­გი­უ­რი ცვლი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა კუჭ­ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტი­დან იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი, რო­დე­საც კუჭ-ნაწ­ლავ­ში არ ხდე­ბა მი­ნე­რა­ლე­ბის, ვი­ტა­მი­ნე­ბის, მიკ­რო და მაკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის, ცი­ლის ადეკ­ვა­ტუ­რი შე­წო­ვა, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზ­მში კუნ­თო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის ზრდა­ზე მოქ­მე­დებს. ამ დროს ისეთ პა­თო­ლო­გი­ას­თან გვაქვს საქ­მე, რაც კუჭ­ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის შე­წო­ვა და მო­ნე­ლე­ბაა - მას ცე­ლი­ა­კია ჰქვია.

 

წო­ნა­ში არ­მო­მა­ტე­ბა შე­იძ­ლე­ბა ენ­დოკ­რი­ნულ პრობ­ლე­მას­თა­ნაც იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, კერ­ძოდ, თი­რე­ო­ტოქ­სი­კოზ­თან. ასეთ დროს წო­ნის კლე­ბა უნებ­ლი­ედ ხდე­ბა და სი­გამ­ხდრემ­დე მივ­დი­ვართ, რაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის პა­თო­ლო­გი­ამ, რო­მელ­საც თი­რე­ო­ტოქ­სი­კო­ზი ჰქვია, ე.წ. შხა­მი­ა­ნი ჩიყ­ვი.

ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ტოქ­სი­უ­რი ჩიყ­ვი ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ჰი­პერ­ფუნ­ქცი­ა­ზე მე­ტყვე­ლებს, ანუ ზედ­მე­ტი ჰორ­მო­ნი გა­მო­ი­ყო­ფა.

 

- ზედ­მე­ტი ჰორ­მო­ნის გა­მო­ყო­ფა ყო­ველ­თვის შხა­მი­ან ჩიყვს ნიშ­ნავს?

- დიახ, ყო­ველ­თვის ტოქ­სი­კუ­რია და ორ­გა­ნიზ­მის­თვის მავ­ნე­ბე­ლია.

 

- სი­გამ­ხდრის შემ­დე­გი მი­ზე­ზი კი­დევ რა შე­იძ­ლე­ბა იყოს?

- შე­საძ­ლე­ბე­ლია ის გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს ანო­რექ­სია-ნევ­რო­ზით, რო­მე­ლიც უფრო ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბაა და ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­ა­ში ნა­წი­ლობ­რივ გა­ნი­ხი­ლე­ბა, მხო­ლოდ კვე­ბი­თი ფუნ­ქცი­ის მო­წეს­რი­გე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს, და­ნარ­ჩე­ნი, ძი­რი­თა­დი პა­თო­ლო­გი­ის გან­კურ­ნე­ბა­ზე პა­უ­ხის­მგე­ბე­ლი ფსი­ქო­ნევ­რო­ლო­გე­ბი არი­ან.

განაგრძეთ კითხვაა...