მწვანე ჩაის დიეტა (5 დღეში მინუს 4-7 კგ, 10 დღეში – 14-16 კგ. + ორგანიზმის გაწმენდა) - Gemrielia.ge

მწვანე ჩაის დიეტა (5 დღეში მინუს 4-7 კგ, 10 დღეში – 14-16 კგ. + ორგანიზმის გაწმენდა)

დიეტა, რომლის საფუძველსაც მწვანე ჩაი წარმოადგენს, არ შეიძლება არაეფექტური იყოს, რადგან მწვანე ჩაი მადას აქვეითებს. მაგრამ ის, ამავდროულად, ორგანიზმს ტონუსს მატებს. მწვანე ჩაი ბევრ ვიტამინს და მიკროელემენტს შეიცავს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს იმუნიტეტს. ბევრი დიეტა არსებობს, რომლის შემადგენლობაში მწვანე ჩაი შედის, მაგრამ მათ შორის, ყველაზე ეფექტური “გეიშას" სახელით ცნობილი დიეტა არის.

გეიშას დიეტის რაციონში მწვანე ჩაის გარდა, ბრინჯი და რძეც შედის. ამის გამო, მისი მოქმედება საჭმლის მომნელებულ ორგანოებზე ძალიან მსუბუქია და ვინც მას იცავს, გამუდმებით შიმშილის გრძნობას არ განიცდის.
დიეტა 5 დღეზე არის გათვლილი, მაგრამ მათ, ვინც ამ დიეტით კარგი შედეგები მიიღეს, ამბობენ, რომ საუკეთესო ეფექტი მაშინ მიიღწევა, თუ დიეტის დაცვა ზედიზედ 2-ჯერ ხდება, მათ შორის 1 ან 2 კვირიანი შუალედით. ამასთან, პირველი 5 დღის მანძილზე, ორგანიზმი ზედმეტი სითხისგან და მავნე ნივთიერებებისგან თავისუფლდება და მისი მომზადება ხდება დიეტის II ეტაპისთვის. ხშირ შემთხვევაში, დიეტის მეორე ეტაპზე (ამ დროს უკვე ცხიმი იწყებს “დნობას"), ადამიანი 2-ჯერ მეტ წონას კარგავს, ვიდრე I ეტაპზე და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დიეტის უფტო მეტი დროით გახანგრძლივება არ შეიძლება!


დიეტის მენიუ კი ასეთია:


საუზმე: მწვანე ჩაი რძით (50/50) — 2 ჭიქა.


სადილი: 1 თეფში უმარილო ბრინჯი და 1 ჭიქა თბილი რძე.


ვახშამი: 1 თეფში უმარილო ბრინჯი და 1 ჭიქა მწვანე ჩაი რძით (50/50).


გარდა ამისა, დღის მანძილზე, დამატებით კიდევ 2 ჭიქა მწვანე ჩაის (რძის გარეშე) და მინერალური (გაზგასული) წყლის დალევა შეიძლება.


დიეტა სრულად გამორიცხავს მარილს, შაქარს და სანელებლებს. არ შეიძლება კარაქიც. მაგრამ, უმრავლესობა, ვინც დიეტას იცავს, სადილზე, ბრინჯის ფაფას რძეს ამატებს, დიეტის დადგენილი ულუფიდან — ამბობენ, რომ ასე უფრო ადვილია ფაფის ჭამა.


ყველაზე ხშირად დასმული კითხვები დიეტასთან დაკავშირებით:

რომელი ბრინჯი უკეთესია?

ვისაც ეს დიეტა დაუცვავს, ამბობენ, რომ ბრინჯის სახეობას მნშვნელობა არა აქვს და ნებისმიერი ბრინჯის გამოყენება შეიძლება და რომ ბრინჯის სახეობა შედეგზე არ მოქმედებს. მაგრამ, დიეტის ორიგინალში წერია, რომ ბრინჯი რუხი უნდა იყოს.


რამდენი კილოგრამის დაკლება შეიძლება?  განაგრძეთ კითხვა