რატომ უნდა მივირთვათ თხილეული ყოველდღე?
ერთ-ერთი ბრიტანული კვლევით დადასტურდა, რომ ადამიანები, რომლებიც ყოველდღე მიირთმევენ რომელიმე სახის თხილეულს, ცხოვრობენ უფრო დიდხანს, ვიდრე ისინი, ვინც საერთოდ არ მიირთმევენ მას. კვლევით ასევე დადასტურდა ცოტა უცნაური, რამ - ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვართ თხილეული უფრო სუსტები არიან.
ახლა კი მიმოვიხილოთ თხილეულის ზოგადი სასარგებლო თვისებები:
ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიხედვით, თხილეულის საუკეთესო თვისება არის ის, რომ ის შეიცავს ჯანსაღ ცხიმებს,ანუ სასარგებლო ცხიმებს, რომელიც ორგანიზმს ძალიან სჭირდება.
ნებისმიერი თხილეული შეიცავს ბოჭკოს, რომელიც არის საკვების ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და მრავალფეროვანი ელემენტი. ბოჭკო მნიშვნელოვანია მომნელებელი სისტემისთვის,რადგან ისამარტივებს საკვების სწორ და სწრაფ მონელებას.
ყველა თხილეული შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, მაგრამ კაკალში გაცილებით დიდი რაოდენობითაა ალფა-ლინოლენური მჟავა, რომელიც ეხმარება გულის არითმიისას, ასევე რეკომენდირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის – ამცირებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას, ამისათვის დღეში რვა ცალი კაკალი უნდა მიირთვათ. ის ძალიან მდიდარია ისეთი ვიტამინებით, როგორიცაა: A1, B1, B2, E, PP, C და ასევე, შეიცავს იოდს, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმს, კობალტს, რკინას, თუთიას, მაგნიუმს... ზოგადად კაკალს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიანემიური, ბაქტერიოციდული, ანტისკლეროზული და თქვენ წარმოიდგინეთ, ონკოლოგიური დაავადებების შემაფერხებელი თვისებებიც კი.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები და ცილები ხელს უწყობენ მადის დაქვეითებას. ზუსტად ამ თვისებითა და დაბალკალორიულობით გამოირჩევა ნუში. ამას გარდა, მდიდარია E ვიტამინით, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივ ანტიოქსიდანტს, ხელს უშლის სიმსივნურ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას. ნუში კალციუმისა და B ჯგუფის ვიტამინების წყაროა.