ეს არის ყველაზე გემრიელი პასკის საიდუმლო! - აღდგომამდე 3 კვირით ადრე უნდა მომზადდეს - Gemrielia.ge

ეს არის ყველაზე გემრიელი პასკის საიდუმლო! - აღდგომამდე 3 კვირით ადრე უნდა მომზადდეს

 

5 ცალი ლიმონი გავფცქვნათ რაც შეიძლება თხლად,ისე რომ კანის შიგნიდან თეთრი ნაწილი არ შეყვეს. ეს კანები ჩავყაროთ პატარა თავსახურიან ქილაში, დავფაროთ კანები ზეითუნის ზეთით ( თუ არ გაქვთ შესაძლებელია ჩვეულებრივი ზეთითაც, მთავარია სიმინდის და მზესუმზირის არ იყოს რადგან სპეციფიური გემო და სუნი აქვს). თავი კარგად მოვუკრათ და დავდგათ ბნელ და გრილ ადგილას. 3 კვირაში ზეთი მაზად არის. შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში, აღნიშნული ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ კექსებში და მშრალ ნამცხვრებში.

თუ პასკის ცომს დავუმატებთ 3 სუფრის კოვზ ლიმონის ზეთს, მაშინ ნამდვილი პასკის გემოს შეიგრძნობთ.