როგორ და როდის მოვიყვანოთ ჯეჯილი, რომ სააღდგომოდ მოესწროს - Gemrielia.ge

როგორ და როდის მოვიყვანოთ ჯეჯილი, რომ სააღდგომოდ მოესწროს

 

ძვე­ლი ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით, ბზო­ბის კვი­რას მორ­წმუ­ნე­ე­ბი ხორ­ბალს თე­სავენ. ლან­გარ­ზე დე­ბენ წყალ­ში დას­ვე­ლე­ბულ ბამ­ბას და მას­ზე მუ­ჭით მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით ხორ­ბალს მი­მო­ფან­ტა­ვენ. ხორ­ბა­ლი ღვივ­დე­ბა და ჯე­ჯი­ლი იზ­რდე­ბა.

 

ასე­ვე ძვე­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წე­სის თა­ნახ­მად, მორ­წმუ­ნე­ე­ბი აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულს ერ­თმა­ნეთს პას­კი­თა და ჯე­ჯილ­ში ჩა­დე­ბუ­ლი წი­თე­ლი კვერ­ცხე­ბით ულო­ცა­ვენ.

 

მწვა­ნე ჯე­ჯი­ლი ახა­ლი ცხოვ­რე­ბის სიმ­ბო­ლოა, რო­მე­ლიც იესო ქრის­ტემ ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­სი აღ­დგო­მით მი­ა­ნი­ჭა.

 

ახლა უფრო დე­ტა­ლუ­რად იმა­ზე, თუ რო­გორ უნდა და­ი­თე­სოს ჯე­ჯი­ლი სა­აღ­დგო­მოდ, რომ მო­ეს­წროს. არ­სე­ბობს ასე­თი მო­საზ­რე­ბაც: უნდა აი­ღოთ და­ახ­ლო­ე­ბით 500 გრა­მი ხორ­ბლის მარ­ცვა­ლი, გა­რე­ცხოთ, და­ას­ხათ შემთბა­რი წყა­ლი და ასე მთე­ლი ღამე გა­ა­ჩე­როთ.

 

 

დი­ლით წყა­ლი უნდა გა­და­იღ­ვა­როს და ხორ­ბა­ლი ისევ გა­ი­რე­ცხოს. ჩა­ი­ყა­როს მი­ნის ქი­ლა­ში და თავ­ზე და­ე­ფა­როს, და­იდ­გას თბილ ად­გი­ლას და 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ასე გა­ჩერ­დეს.

 

მომ­დევ­ნო დღეს კი­დევ ერთხელ გა­და­ევ­ლოს წყა­ლი და ლან­გარ­ზე 1-1,5 სმ სის­ქე­ზე გა­ნა­წილ­დეს. ლან­გა­რი სა­სურ­ვე­ლია, გა­მათ­ბო­ბელ­თან და­იდ­გას. რაც უფრო თბი­ლად იქ­ნე­ბა, უფრო სწრა­ფად გა­იზ­რდე­ბა.

 

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია: ლან­გარ­ზე და­ფე­ნილ ხორ­ბალს მორ­წყვა არ სჭირ­დე­ბა. მხო­ლოდ ზე­მო­დან სა­ნა­მა­ვი პულ­ვი­ზა­ტო­რით მო­ას­ხუ­რეთ წყა­ლი დილა-სა­ღა­მოს, რომ არ გა­მოშ­რეს. და­ახ­ლო­ე­ბით ერთ კვი­რა­ში თქვენ მიერ და­თე­სი­ლი ჯე­ჯი­ლი ულა­მა­ზე­სი სა­ნა­ხა­ვი იქ­ნე­ბა.

 

მო­ამ­ზა­და ლალი ფა­ცი­ამ

 

წყარო